17:10 24-08-2024
აზაროვის ჩაწოდებით გატანილი ავტოგოლი და ირაკლის შეცდომა - "შახტარი" "ალეკსანდრიასთან" 3:4 დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩი საშინელ სიცხეში გაიმართა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როდესაც ირაკლი აზაროვის ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში არტიომ შაბანოვმა ნახტომში თავურით ჩაჭრა. შემდეგ მასპინძლებს მეორე გოლი დმიტრო კრისკივმა გაუტანა. 37-ე წუთზე აზაროვმა კარის წინ გათამაშებული ბურთისას, მოწინააღმდეგის პრესინგისას, შეცდომა დაუშვა და ალეკსანდრ ფილიპოვმა ანგარიში შეამცირა. მერე „ალეკსანდრიამ“ კიდევ სამი გოლი გაიტანა და 4:2 დაწინაურდა. შეტევის გასაძლიერებლად აზაროვი 64-ე წუთზე ეგინალდუთი შეცვალეს, რომლის პასით კომპენსირებულ დროში პედრინიომ გაიტანა.
დონეცკურმა გუნდმა ჩემპიონატზე პირველ ოთხ მატჩში ორი მარცხი განიცადა (მთელ გასულ სეზონში მხოლოდ სამჯერ წააგო) და 1-ელ სექტემბერს კრივოი როგში „კრივბასს“ დაუპირისპირდება.
ალეკსანდრია. „CSC Nika“
ალეკსანდრია - შახტარი 4:3
გოლები: 0:1 შაბანოვი (16, საკ. კარში), 0:2 კრისკივი (25), 1:2 ფილიპოვი (37), 2:2 კალიუჟნი (41), 3:2 ფილიპოვი (48, პენ), 4:2 ფილიპოვი (57), 4:3 პედრინიო (90+5)
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
იიიიი აზაროვი რატომ არ წაიყვანეს ევროპაზე
12
19
იიი ვინც მის ნაცვლად ყავდა შენგელია და ლოჩოშვილი ხომ გლეჯებ ბადეებს.დდდდ არ წიტაიშვილი, ეგ მარცხნიც არ თამაშობს გრანადაში და მაგიტომ იყო კარგი, მარცხენა მცველად აზაროვზე უარესია.
9
10
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული