დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" ისე წააგო და უგოლოდ და უქულოდაა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეორე ტურში „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „ჰავრთან“ 0:2 დამარცხდა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპიზოდი პირველ ტაიმში, როდესაც მასპინძელთა ნახევარმცველმა კაფარომ ბურთი ხარიხას გაარტყა. კარგი შანსი ვერ გამოიყენა შესვენების შემდეგ მისმა 18 წლის თანაგუნდელმა ამუგუმ. სტუმრები კი 57-ე წუთზე პენალტით ტურემ დააწინაურა. 62-ე წუთზე "სენტ-ეტიენის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი საჯარიმოში ორ მეურვეს გაექცა, კარის წინ ჩააწოდა, მაგრამ პარტნიორებმა მისი პასით ვერ ისარგებლეს. ქართველი მაშინვე შეცვალეს, ხოლო "ჰავრმა" მეორე გოლი გაიტანა.

დავითაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore
6.7, flashscore 6.6, whoscored 6.1.

„სენტ-ეტიენმა“ ჩემპიონატზე მეორე მატჩიც წააგო, გოლი ჯერ არ გაუტანია და 31 აგვისტოს გასვლაზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი - ჰავრი 0:2
გოლები: 0:1 ტურე (57, პენ), 0:2 სანგანტე (67)

altზურიკოს დებიუტი ლიგა 1-ში და გაუქმებული საგოლე პასი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
დავითაშვილს მინდა მივმართო. ძალიან ნიჭიერი ბიჭია, წინ აქვს დიდი გამარჯვებები საფრანგეთში და მაგარი თამაშები ვიცი და იმედიც მაქვს მისი ნაკრებში, ვიცი გაიხსნება და ყველაფერი და წარმატებები შენ, მაგრამ, მაგრამ , მაგრამ!!! ზურიკო - ეს ხელების შ ლ ა რა უბედურებაა, ანუ თუ შლი, მაშინ შესაბამისადაც უნდა გაიხსნა! სულ პასი , პასიო იძახი და რომ გაძლევენ, ან უკან უბრუნებ ეგრევე, ან იმალები სადღაც მცველის უკან, რაღაც არაადეკვატური რომაა ვერ ხვდები? ანახებ ყველას, თანაგუნდელს, მაყურებელს, მწვრთნელს, რომ ვერ გამჩნევენ, პასს გიგვიანებენ , ან შენ იცი ვინ სად უნდა იდგეს და რომ მიდის საქმე საქმეზე და არ გამოგდის რაღაცა (ვის არ მოსვლია, გასაგებია) ხომ უნდ ამიხვდე, რომ მერე ცოტა თავმდაბლობა გამოიჩინო და აღარ შალო ეს ხელები, უბრალოდ არ არის სიმპატიური ჟესტი. მესმის, რომ გუნდში საკუთარი მნიშვნელობა უნდა დაამტკიცო და არავის არაფერი დაუთმო ზედმეტი, ეგ მაგარი თვისება გაქვს, რომ მეგობრულიც ხარ და შენ დასარტყმელ ბურთებს არ უთმობ, ყოჩაღ, მარა ხელების შლის მაგივრად მოკლედ მეტი გაიხსენი და მეტი აიღე საკუთარ თავზე. გადამწყვეტი ფეხბურთელიო ხომ იცი, რომ ახსენებენ სულ, იმიტომ რომ ყველას უნდა ლამაზი თამაში ნახოს და არა ეს მიიღე გაეცი პასები, ასეთ დროს შენი პლიუსები მინუსებად იქცევა. თამამად და წარმატებები! ც
1
დავითაშვილის აქვს კარგი ტექნიკა , აქვს კარგი სისწრაფე, აქვს ნორმალური მოედნიᲡ ხედვა მაგრამ საერთო ჯამში დიდი არაფერი ფეხბურთელია .
კიბორგ უბიიცა
01:16 25-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული