"კარგი იდეაა" - ალისონმა მამარდაშვილის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მეკარემ, ალისონმა განაცხადა, რომ ჯერ საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელებას არ აპირებს, კონტრაქტის ბოლომდე (მინიმუმ ორი წელი) არსად არ წავა და მისი პოტენციური კონკურენტის, გიორგი მამარდაშვილის მერსისაიდულ კლუბში ტრანსფერის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა.

"კლუბი მამარდაშვილის თაობაზე მესაუბრა. ვფიქრობ, კარგი იდეაა. ამის შესახებ იქამდე შევიტყვე, ვიდრე ინფორმაციები სოციალურ ქსელებში გავრცელდებოდა. ჩემთვის ეს პოზიტიური ნიშანია - კლუბისთვის უმნიშვნელო არ არის, რასაც მე ვფიქრობ", - ციტირებს ალისონს ჟურნალისტი პოლ ჯოისი.

მომზადებულია euro-football-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა მნიშვნელობა აქვს ამისთვის,მეორე ნომერი მამარდა იქნება თუ კელეჰერი? ამიტომაც,სულაც არ დარდობს ამაზე,რადგან თავისი დონე იცის,დამტკიცებული აქვს. თან ესე ვერავინ გაგდებს,კი არ ბნელა და ავტორიტეტი აქვს კლუბში. იცით,კლოპი კელეჰერის თამაშს მასთან განიხილავდა ხოლმე და ერთად აფასებდნენ,ხოდა ეს იცით რას ნიშნავს,კითხვის ნიშანი არ უდგას ამ კაცს. ამიტომაც მივიდნენ და უთხრეს,ამას ვყიდულობთო ე.ი. გაისად მეორე მეკარედ განიხილავენ. 2-3 წელი სკამზე მოუწევს ყოფნა და თასებზე ითამაშებს,მერე თუ არ გაყიდა ლივერპულმა მამარდა,კი ჩადგება კარში და იქნება პირველი ნომერი. აგერ,ფეხმოტეხილი ნოიერი იყო სასტარტოს კაცი გერმანიაში,ხოლო მწვრთნელი შეიწირა ბავარიაში. ისე საუბრობთ,თუ კლუბი გადაწყვეტს ე.ი. წასვლა მოუწევთო,ხოდა ეგრეც არ არის. ლივერპულზე გვაქვს საუბარი და არა სხვა გუნდზე. იქ აფასებენ ფეხბურთელების მიღწევას,თუ მფლობელი ვერ დააფასებს,მერე მასაც მოუწევს აბარგება. არცერთი ლივერპულის ადგილობრივი ფანი არ იქნება თანახმა რო მამარდამ შეცვალოს ალისონი. ჩვენ კი გვიხარია,თუმცა რა გვიხარია ესეც გაუგებარია. ლივერპულთან დაკავშირებულ გვერდებზე რო გაეცნოთ ხალხის რეაციას ამ ამბავზე,ყველა ამბობს რო 6 ნომერზე თამაშობს მამარდა და კარშიც დგას ხოლმე,მეკარის პრობლემა არ აქვს ლივერპულს.მე როგორც ლივერპულის ფანს,ახალგაზრდულის და დიდების თამაშებს ვადევნებ ხოლმე თვალს,მესამე მეკარეც მაგარი ყავთ და მეოთხეც,ერთი ყავთ კიდევ ბრაზილიელი ახალგაზრდა,მაგარი ბიჭია ძალიან. უბრალოდ,ალისონი არის ხელშეუხებელი და ვერავინ ეკარება. ჩეხეთის ნაკრების მეორე მეკარე(მალე გახდება პირველი ნომერი) ყავთ მესამე მეკარედ და როცა გუნდს სამი მეკარედან ყავს,ერთი მსოფლიო დონის და ორი მაგარი ახალგაზრდა,რატომ იმატებს ახალ მეკარეს? გავიგე,ჩვენ ქართველები ვართ და ასე გვინდა,თუმცა ობიექტურად შეხედეთ ამ საკითხს,სად არის ლოგიკა აქ? მგონია რო ვალენსიას გაყიდვა სურდა,გაიგო ლივერპულმა და 35 მილიონად დაითრევს,ერთი წლის ხელფასს სხვას გადაახდევინებს ან ორი წლისას,მერე შეხედავს ალისონის სიტუაციას,იმ ორის პროგრესს,თუ ყველაფერი კარგად წავიდა იმათთვის,მამარდას ისე გაყიდის რო არც ათამაშებს. ძალიან ცუდი სუნი ასდის ამ ყველაფერს და ჯობია დაფიქრდეს მამარდა. ნუ თუ კარიერაზე ფიქრობს,ხოლო თუ ფული უნდა,მაშინ გადავიდეს ლივერპულში ფურცელზე და იბურთაოს ვალენსიაში. არადა კარგი იქნებოდა ლივერპულის კარში ქართველი მეკარე,მარა ალისონთან ახლოს ვერ მივა ამჟამად. მერე რა იქნება არავინ იცის. ისე სეივებით მარიაჟობა არს ისე კარგია დღევანდელ ფეხბურთში,სხვა მონაცემებიც სჭირდება,მაგ. ფეხით კარგად თამაში. მექსიკელი ოჩოა იყო ლიგა ერთში,ყველაზე მეტ სეივს აკეთებდა,მარა ისე დაასრულა კარიერა რო გრანდის შესასვლელი კარები არ უნდახია. წარმატებები მამარდას,ვიღაცას შეიძლება არ მოეწონოს ჩემი კომენტარი,მარა ჩემი გადასახედიდან ასე ჩანს და მამარდას დაფიქრება სჭირდება. მიქაუტაძემ მეორედ წაკრა ქაქში ფეხი უკვე და ეს არ არის კარგი ამბავი. ფულიც ვერ გადაუხადა ლიონმა მეცს და ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა. ცუდია რა ეს ამბავი.
იასონას უდარი
11:29 25-08-2024
0
ისე ამ თემაზე ბევრი სტატია არაა კარგი ..ჯერ გადავიდეს ნუ ვყარსავთ წინასწარ
გიო
10:42 25-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული