"კარგი იდეაა" - ალისონმა მამარდაშვილის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მეკარემ, ალისონმა განაცხადა, რომ ჯერ საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელებას არ აპირებს, კონტრაქტის ბოლომდე (მინიმუმ ორი წელი) არსად არ წავა და მისი პოტენციური კონკურენტის, გიორგი მამარდაშვილის მერსისაიდულ კლუბში ტრანსფერის შესახებ დასმულ კითხვაზე უპასუხა.

"კლუბი მამარდაშვილის თაობაზე მესაუბრა. ვფიქრობ, კარგი იდეაა. ამის შესახებ იქამდე შევიტყვე, ვიდრე ინფორმაციები სოციალურ ქსელებში გავრცელდებოდა. ჩემთვის ეს პოზიტიური ნიშანია - კლუბისთვის უმნიშვნელო არ არის, რასაც მე ვფიქრობ", - ციტირებს ალისონს ჟურნალისტი პოლ ჯოისი.

მომზადებულია euro-football-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
აქ ისეთი ლაპარაკი წავიდა, ზოგის აზრით ალისონი უნდა გააგდონ და მამარდა დააყენონ კარში. სუფთა ქართული აზროვნება
დავით
17:24 25-08-2024
0
გიორგი მამარდაშვილის გუნდი ჯერ-ჯერობით "ვალენსიაა". წარმატებები მას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
16:44 25-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული