ჯუღელი ნეაპოლში ჩაფრინდა - დასწრება მატჩზე და დასკვნითი მოლაპარაკება შვებულებიდან დაბრუნებულ დე ლაურენტისთან

AutoSharing Option
Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლში ჩაფრინდა, სადაც დღეს "პარტენოპეისა" და "ბოლონიას" შორის სერია A-ს მე-2 ტურის შეხვედრას დაესწრება.

წყაროს ცნობით, "მარადონაზე" იქნება გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც, რომელიც შვებულებიდან დაბრუნდა.

ჯუღელი და დე ლაურენტისი მატჩის მერე ერთმანეთს შეხვდებიან და კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგლძრივებაზე ერთ-ერთ დასკვნით მოლაპარაკებას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "ბოლონიას" დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 21 /
იცი რა მიკვირს? რატო ნერვიულობთ ვინმეს ხელფასზე, კონტრაქტზე, აგენტზე და ასე შემდეგ? ვინ გეკითხებათ თქვენ ამ ყველაფერს რომ განიხილავთ, მეტი საქმე არ გაქვთ? უბრალოდ დაჯექი და უყურე ფეხბურთს თუ ასეთი გულშემატკივარი ხარ, თუ არადა ვინ გაძალებთ. ამდენი ნერვიულობით მალე დაბერდებით ისე რომ ვერც გაიგებთ:)
იღბლიანი
18:08 25-08-2024
6
ეს მონებით ვაჭარს უფრო გავს ვიდრე ფეხბურთის აგენტს.
ლომი
14:05 25-08-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული