მექვაბიშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო და შეიძლება წელს ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
რუმინეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში, ბუქარესტში "დინამოსთან" წაგებულ მატჩში (1:2), კრაიოვას "უნივერსიტატეას" ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი 49-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს.

რუმინული "ფანატიკის" ცნობით, ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა, წინასწარი დიაგნოზით ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და შეიძლება წელს ვერ ითამაშოს.

ორშაბათს მექვაბიშვილს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდება და ტრავმის ზუსტი ხარისხი დადგინდება.

ქართველი "უნივერსეტატეასთვის" ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია (750 ათასი ევრო), ჩემპიონატის 6 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი ლიდერია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ანრი, სპორტში ტრავმიანობა უცხო არაა, არ დანებდე, შენი იმედი გვაქვს!
მერაბი
18:59 26-08-2024
0
ჯერ დინამოში გაპიარებული,მერე ახალგაზრდულის კაპიტანი,მერე პირველ ნაკრებში ვიღაცის პროტეჟე თუ ვიღაცის "დაკრიშვით" ევროზე წაყვანილი,ძლივს გაასაღეს სადღაც რუმინეთის ჭღრ-მღრ გუნდში და კიდევ ეს უნდოდა?!
sandrex
11:56 26-08-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული