მექვაბიშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო და შეიძლება წელს ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
რუმინეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში, ბუქარესტში "დინამოსთან" წაგებულ მატჩში (1:2), კრაიოვას "უნივერსიტატეას" ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი 49-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს.

რუმინული "ფანატიკის" ცნობით, ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა, წინასწარი დიაგნოზით ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი და შეიძლება წელს ვერ ითამაშოს.

ორშაბათს მექვაბიშვილს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდება და ტრავმის ზუსტი ხარისხი დადგინდება.

ქართველი "უნივერსეტატეასთვის" ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია (750 ათასი ევრო), ჩემპიონატის 6 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი ლიდერია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ანრი, ძალიან მეწყინა შენი ტრავმა! გული არ გაიტეხო, დაბრუნდები აუცილებლად უფრო ძლიერი!
ირაკლი
22:01 25-08-2024
0
ძალიან საწყენია!ანზორს ახლა სჭირდებოდა,სისტემატური თამაში.ღმერთმა დაიფაროს და თუ მართლაც დაწყვეტილი აქვს მყესები,ნახევარი წელი მაინც დასჭირდება მკურნალობა.კარგი ბიჭია,ჭკვიანი,მებრძოლი და დიდი იმედი მაქვს,მჯერა ყურებს არ ჩამოყრის.ჯერ ყველაფერი საუკეთესო,წინ აქვს.მკურნალობის პერიოდში,თავისუფალი დროც მიეცემა და თუ ამ დროს თეორიულ-ტაქტიკური მომზადებისათვის გამოიყენებს,თავისუფლად შეიძლება,უფრო ძლიერიც დაგვიბრუნდეს.
სოსო
10:48 26-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული