კვარაცხელიას გოლი და ბრწყინვალე საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" "ბოლონიას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ“ „ბოლონია“ 3:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს. რასპადორიმ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი თამაში მეტ-ნაკლებად დაწყნარდა. კვარაცხელია ძალიან მოტივირებული იყო, მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, კარის წინ ჩაწოდებულ ბურთზე კი პარტნიორები ვერ გაიხსნენ. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, როდესაც პირისპირ გასულ კასტროს მეკარე მერეტმა არ გაატანინა. 42-ე წუთზე ხვიჩას თავური ხარიხას მოხვდა, ხოლო კომპენსირებულ დროში "კვარას" დიდებული პასით დი ლორენცომ "ნაპოლი" დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში პოლიტანომ ვერ უწია მიზანს. მერე იერიშებზე „ბოლონია“ გადავიდა, რასაც
შედეგი არ მოჰყვა, სამაგიეროდ, შედეგი ცენტრიდან კვარაცხელიას წარმატებულ დრიბლინგს მოჰყვა, რომელმაც სკორუპსკის კარი რიკოშეტით დალაშქრა და გოლი ახლადშეძენილ ვაჟიშვილს მიუძღვნა. 88-ე წუთზე პოლიტანოს ნაცვლად შეცვლაზე "ბენფიკასგან" შეძენილი ნერესი შევიდა, რომლის პასით სიმეონემ გაიტანა და "ნაპოლიმ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

31 აგვისტოს „ნაპოლი“ „პარმას“ უმასპინძლებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბოლონია 3:0
გოლები: 1:0 დი ლორენცო (45+2), 2:0 კვარაცხელია (75), 3:0 სიმეონე (90+4)

მკითხველის კომენტარები / 25 /
კვარას მინდა მადლობა ვუთხრა! დიდი, დიდი მადლობა :) მივულოცო პატარა ბიჭის დავადება, დიდი ბიჭი გაგიზარდოს ღმერთმა. ასევე მინდა ის გაკვირვება გამოვთქვა, ამდენი დარტყმული ამ კაცს, რაღაცას რომ უკრიტიკებს. დღეს ვფიქრობდი, მარტო ის რად ღირს, ამდენი საინტერესო თამაშს რომ გვჩუქნის ეს საყვარელი კაცი და ყოველ თამაშზე, მთავარი როლის შემსრულებელი რომაა და სულ რაღაც სასწაულს რომ ელოდები მისგან. მადლობა ხვიჩა ამისთვის ბიჭო :) კიდევ ის მინდა დავწერო, რომ ის შედევრი რაც მან პასის სახით ქნა დღეს, მე12 წუთზე თვითონ ელოდა :)) და გამეცინა. ვერცერთ კომენტატორი ვერ მიხვდა. მე12 წუთი იყო სადღაც, ისე გაიხსნა, რომ მხოლოდ ზიდანს, ან რომელიმე გროსმეისტერს (მეც შემეძლო, მარ აარ ვიყავი მოედანზე) შეეძლო მიეცა პასი მისთვის, და ელოდა მართლა, ანუ ისე გაიხსნა, როგორც თვითნ ისურვებდა რომ გახსნოდნენ და ელოდა ვიღაცას, მარა ვის? თავად ხვიჩას და იქ კიდევ ხვიჩა არ იყო, რომ მისთვის ასეთი პასი მიეცა. და იმ საგოლე პასის დროს, თვითნ ქნა ის, რაც მე12 წუთზე დააკლდა. ესაა გენიალური ფეხბურთელი. ასეთი ფეხბურთელები მართლა ძალიან, ძალიან იშვიათად მოდიან. საერთოდ არსეთი ადამიანებიც კი! მოკლედ ლამისაა ვიტირო მართლა. რადგან საოცარი ადამიანი ხარ კვარა. დიდი მადლობა შენ!
2
კვარამ გააკეთა ტურის საუკეთესო ასისტი. შეიძლება ჩემპიონატის
Lasha
00:54 26-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული