კვარაცხელია: შვილის შეძენამ უზარმაზარი ენერგია შემძინა - კიდევ ბევრ სიამოვნებას მივიღებთ

AutoSharing Option
სერია A-ს მეორე ტურში, „ბოლონიასთან“ მოგებულ მატჩში (3:0), „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და რა თქმა უნდა, ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

კვარაცხელია თავისი გუნდის ნამდვილი წინამძღოლი და გამარჯვების შემოქმედი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რად ღირდა მისი საგოლე პასი - ამას ვერ ისწავლი, ეს ბუნებრივი ნიჭია. თამაშის დასრულების შემდეგ ქართველმა კომენტარი DAZN-თან გააკეთა:

"იმან, რომ მამა გავხდი, უზარმაზარი ენერგია შემძინა. ვფიქრობ, ეს მოედანზე ვაჩვენე. მოედანზე გასვლის, საქმეში ჩემი წვლილის შეტანის და
ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში ჩემი წვილის შეტანის უდიდესი სურვილი მქონდა.

მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც სურს რაღაც ახალი, სასარგებლო შეისწავლოს, რათა ზრდა განვაგრძო. კონტეს მწვრთნელობა უდავოდ გარანტიაა იმისა, რომ მთელი ჩემპიონატის მანძილზე დიდ სიამოვნებას მივიღებთ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
გაგიმარჯოს შენი ოჯახით კვარა! პირადად მე ფეხბურთისკენ მომაბრუნა შენმა გამოჩენამ. წლების წინ თამაშებს არ ვაცდენდი. მერე კი გაცივდა ფეხბურთის მიმართ ჩემი განწყობა. რაც შენ გაგიხარებივართ შენი თამაშით...ასე გააგრძელე
ჯონი
02:48 26-08-2024
0
ხვიჩა გაიხარე შენს ცოლ-შვილში!
ვახო
02:04 26-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული