Liverpool News | Empire of the Kop-ი იტყობინება, რომ გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიაში "ლივერპულისთვის" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მალე კონტრაქტს გაუფორმებენ.
"ვალენსია" 30+5 მილიონ ევროს მიიღებს და მამარდაშვილის შემდეგი ტრანსფერიდან 10% ერგება. თბილისის "დინამო" გიორგის მერსისაიდულ გუნდში გადასვლის შედეგად 3.5 მილიონს მიიღებს.
ასე და ამგვარად, 850 ათასად შეძენილი ქართველის სანაცვლოდ "ვალენსია" 35 მილიონს მიიღებს და თანაც, ის მინიმუმ ერთი სეზონი იჯარით "ღამურებში" დარჩება.
El Chiringuito-ს ჟურნალისტმა ხერმან მუნოსმა მამარდაშვილს ჰკითხა, ბედნიერია თუ არა, რომ კიდევ ერთი წელი "ვალენსიას" ღირსებას დაიცავს,
"ახლა, როდესაც ოფიციალური ტრანსფერის კიდევ ერთი დაბრკოლება გადაილახა, როგორც ჩანს, მამარდაშვილი "ლივერპულის" ფეხბურთელად რამდენიმე საათში და არა რამდენიმე დღეში დადასტურდება. ის "ვალენსიაში" კიდევ რამდენიმე თვის გატარებით კმაყოფილია. "წითლების" გულშემატკივრები ყურადღებით ადევნებენ თვალს რუბენ ბარახასის გუნდის წარმატებას ამ სეზონში, განსაკუთრებით, იმ მოთამაშეს, რომელიც შეეცდება, ევრო 2024-ზე დაწყებული გმირობა გააგრძელოს და დაამტკიცოს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ალისონის ღირსეული მემკვიდრე იქნება", - წერს გამოცემა.