ka-news-ის ცნობით, 30 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეიძლება "კარლსრუე" დატოვოს.
გამოცემის მტკიცებით, "კარლსრუემ" ზივზივაძეზე, რომელიც კარგა ხანი აყოვნებდა გუნდიდან წასვლას, მოულოდნელად მილიონიანი შეთავაზება მიიღო, რაზეც კლუბი უარს ვერ იტყვის. მით უმეტეს, გუნდში სამი ერთნაირი სტილის შემტევი ჰყავთ, შეიძლება მეოთხეც დაიმატონ და ქართველის გასხვისება პრობლემა არ იქნება.
აღნიშნულია, რომ როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ზივზივაძის მსურველი კლუბი არ სახელდება.
ის გულშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელია, მაგრამ კლუბს თავისი ინტერესები გააჩნია და სპორტულმა დირექტორმა სებასტიან ფრეისმა განაცხადა, რომ ტრანსფერების განსახორციელებლად მზად არიან.
"კარლსრუე" შემდეგ
მატჩს სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ, 1-ელ სექტემბერს ბრაუნშვაიგში "აინტრახტთან" ჩაატარებს და იქამდე გაირკვევა, დატოვებს თუ არა ბუდუ გუნდს.