მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. ი. უილიამსმა ჯერ ხარიხას გაარტყა ბურთი, შემდეგ ლამაზ ნახტომში გატანა მამარდაშვილმა არ დაანება; პირველი ტაიმის დასასრულს კი ბასკური გუნდი თავურით პრადოსმა დააწინაურა.
მეორე ტაიმში სტუმრებმა უხიფათოდ შეუტიეს, ხოლო „ბილბაოს“ კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, როდესაც გომესს გრძელი პასით უ. უილიამსი მამარდაშვილთან პირისპირ გაჰყავდა, მაგრამ ის კარიდან გამოვიდა, ბურთი ჯერ ნახტომში დაიჭირა, რადგან ინერციით საჯარიმოს ხაზს სცდებოდა, ხელიდან გაუშვა და მერე პასი წინ გააკეთა. გიორგიმ ცოტა ხანში ნ. უილიამსს არ გაატანინა და ვალვერდეს შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.4, whoscored 7.3, flashscore 6.2.
„ვალენსიამ“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა დ 31 აგვისტოს „ვილიარეალს“ მიიღებს.
ბილბაო. „სან მამესი“
ბილბაო - ვალენსია 1:0
გოლი: პრადოსი (45)
შოთა არველაძე: მამარდაშვილის "ლივერპულში" წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს
წარმატებები ლა ლიგაში და შემდეგ პრემიერ ლიგაში !!!