კონტე: ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში კვარაცხელია გვყავს

AutoSharing Option
„პარმასთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვრცხელიაზეც ისაუბრა:

„კვარაცხელია კარგი ბიჭია, რომელიც ძალიან პროფესიონალურად, სრულყოფის მიღწევის სურვილით ვარჯიშობს.  ჩემი აზრით, ეს მისი შემდგომი განვითარების მთავარი საფუძველია. 23 წლისაა და ყველაფერი აქვს, რათა მართლაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს. გაუმჯობესებისთვის სერიოზული შესაძლებლობები გააჩნია.

ვცდილობ მას რაც შეიძლება მეტი არაპროგნოზირებადობა შევძინო. თუ მოედნის ერთ ზონაში დააყენებ, მეტოქე ბოლოს და ბოლოს სიტუაციას წაიკითხავს და სამმაგი დაცვით ეთამაშება. ამის ნაცვლად გარემარბებს ვავალებ მხოლოდ ფლანგებიდან არ შეუტიონ. აგრეთვე მინდა „კვარა“ მენტალურად გაიზარდოს და
ნამდვილი ტოპ-ფეხბურთელი გახდეს. ნიჭის მიუხედავად, პირველ ადგილზე გუნდის ინტერესებს აყენებს, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში გვყავს“.

alt5 მილიონი ევრო და ბონუსები - "ნაპოლის" საბოლოო შეთავაზება ხვიჩა კვარაცხელიას

მკითხველის კომენტარები / 3 /
კონტე ძლიერი მწვრთნელია და იმედია, რომ ხვიჩა მის ხელში კიდევ უფრო გაძლიერდება. წარმატებები !!!
აჩი
22:05 29-08-2024
0
ჯამბული, ჯუმბერი, ჯემალი...
გენა
21:02 29-08-2024
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული