"პარმას" გაძევებული მეკარე, ლუკაკუს დებიუტი და გოლი და "ნაპოლის" შემოტრიალებული მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მესამე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „პარმა“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრებმა დებიუტში ორი მეტად სახიფათო მომენტი შექმნეს - ჯერ ნეაპოლელთა კარი ხარიხამ, შემდეგ კი ძელმა იხსნა. ცოტა ხანში ბონიმ თავის მიერვე მოპოვებული პენალტი გამოიყენა და „პარმა“ დააწინაურა. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, რასპადორის საჯარიმოში წაქცევის გამო მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, ხვიჩას დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა

მეორე ტაიმის დასაწყისში სუზუკიმ სამჯერ არ დაანება „კვარას“ გატანა. 62-ე წუთზე რასპადორის ნაცვლად შეცვლაზე გუნდის ახალწვეული ლუკაკუ
შევიდა. ქართველმა საჯარიმო მოიპოვა, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი კი ბონჯორნომ ძელს გაარტყა. შეცვლაზე აქტიურად შესული ნერესი საჯარიმოს გარეთ სუზიკიმ წააქცია და არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა. პარმელებს ყველა შეცვლა ჰქონდათ გაკეთებული და კარში ნახევარმცველი ბერნაბე ჩადგა. კვარაცხელიამ სიმეონე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. მერე სიმეონეს საჯარიმოში წაქცევის გამო მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. თუმცა, მალე ლუკაკუმ ანგარიში გაათანაბრა, მერე ანგისამ თავით გაიტანა. ბოლოს მერეტმა თავისი გუნდი გადაარჩინა და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

"ნაპოლიმ" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 6 ქულით მეოთხე ადგილზეა და 15 სექტემბერს გასვლაზე „კალიარის“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - პარმა 2:1
გოლები: 0:1 ბონი (19, პენ), 1:1 ლუკაკუ (90+2), 2:1 ანგისა (90+6)
გაძევება: სუზუკი (77)

altმკვეთრად გაძლიერებული "ნაპოლის" მატჩის დღე - კვარაცხელიამ წინა ტურში ოპტიმიზმი დააბრუნა!..

მკითხველის კომენტარები / 15 /
რასპადორის და პოლიტანოს ოფიციალურად უნდა აუკრძალო კარისკენ დარტყმა, ვარჯიშებზეც კი... სპინაცოლაც ის ვეღარ არის... საერთოდ, რაც ნაკლებ იტალიელს ათამაშებენ ნაპოლიში, უფრო მეტს გაქაჩავენ...პარმა შემეცოდა, არ იმსახურებდა წაგებას...
დდდ
01:04 01-09-2024
3
გუნდი გაძლოერებულია ერთი ლიმის დონის მაინც დამცველია საჭირო და მერეტსაც უჭირს დიდი სტრესისას,კარგი მეკარეც ზედმეტი არ იქნებოდა,სკუხეტოსთვის გუნდი იბრძოლებს,ხვიჩა ძლიერია და ყველანაირად მეტს იმსახურებს ამ გუნდში დარჩენისათვის
მ.ზ.დიდი ბრიტანეთი
01:13 01-09-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული