ზივზივაძემ გაიტანა და "კარლსრუეს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მეოთხე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „აინტრახტი“ 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდი პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდა, დაწინაურდა და კიდევ ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება კომპენსირებულ დროში შეეძლოთ, როდესაც ზივზივაძის დარტყმული ბურთი მეკარე გრილმა მოიგერია.

მეორე ტაიმში „კარლსრუემ“ შეუტია, ვანიტცეკის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, შეცვლაზე შესულმა ჰუნციკერმა კი თავურით თანაფარდობა აღადგინა. შემდეგ კარგი შანსი მიეცა „აინტრახტის“ თავდამსხმელ საბოს, რომელმაც სამიოდ მეტრიდან ვერ უწია მიზანს. 87-ე წუთზე კი ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი
მეოთხე გოლია.

ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა: whoscored. 8.0, flashscore 7.7, sofascore 7.6.

„კარლსრუე“ 10 ქულა აქვს, „ფორტუნასთან“ ერთად ლიდერია და 13 სექტემბერს „შალკეს“ უმასპინძლებს.

ბრაუნშვაიგი. „აინტრახტ-შტადიონი“
აინტრახტი - კარლსრუე 1:2
გოლები: 1:0 კიოლერი (14), 1:1 ჰუნციკერი (73), 1:2 ზივზივაძე (87)

altბუდუს ტრანსფერი ჩაიშალა - მიზეზს რუმინული გამოცემა განმარტავს

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვერსად ვნახე ამ თამაშის მომენტები.
ბუდუს გოლმა ხომ გაასწორა და სტატიის ავტორმაც შეკლასა!
ყოჩაღ!
02 სექტემბერი 2024 09:57
0
ბუდუ ცივცივაძე:-)
ლაშა
02 სექტემბერი 2024 07:49
0
ბუდუმ კაკოსაც (ლუ კაკო) გადაუჯოკრა!
გია_544
01 სექტემბერი 2024 20:57
4
ბუდუ შე მაგარო! აბა შენ იცი,
7-შიც გვჭირდება შენი გოლ(ებ)ი.
ქობულეთიდან
01 სექტემბერი 2024 20:28
1
ასაკი მეგობარო, ასაკი ფორვარდისთვის 30+ არაა კარგი მომავალი პერსპექტივისთვის.
სკ ზესტაფონიs
01 სექტემბერი 2024 20:16
11
გაუჭირდებოდა :D
მადლობა ავტორ
გოგა
01 სექტემბერი 2024 18:52
2
აქამდე მეგონა, "ძ" უფრო ძნელი/რთული გამოსათქნელი იყო, ვიდრე "ზ" ... :)))
არა და
01 სექტემბერი 2024 18:41
2
ყოჩაღ ბუდუ გოლა. არ გაჩერდე ნაკრებშიც ასე გააგრძელე.
G.LA
01 სექტემბერი 2024 18:22
1
ბუდუიე მაგარი კაცი ხარ. ყოველთვის წარმატებით გევლოს!!!
ლომი
01 სექტემბერი 2024 18:09
0
ჯიგარი ხარ ბუდუ!
ჯონი
01 სექტემბერი 2024 18:02
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული