გოჩოლეიშვილმა პენალტი მოიპოვა - კაცნაკლულმა "კოპენჰაგენმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დანიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „კოპენჰაგენმა“ სახლში „ბრონდბიუ“ 3:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მარკოს ლოპესის გაძევების გამო 43-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

„კოპენჰაგენის“ მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი სასტარტოში იყო, მე-17 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, სადაც ჯეიკობ რასმუსენმა წააქცია, VAR-მა პენალტი დანიშნა, რომელიც კევინ დიკსმა გამოიყენა. ქართველი 90+2-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში sofascore-მ 7.6 ქულით, flashscore-მ კი 7.3-ით შეაფასა.

„კოპენჰაგენი“ ამ მომენტისთვის 14 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ „მიდტიულანდს“ 3 ქულით ჩამორჩება და ამ გუნდს 14 სექტემბერს გასვლაზე დაუპირისპირდება.

კოპენჰაგენი. „პარკენი“
კოპენჰაგენი - ბრონდბიუ 3:1
გოლები: 1:0 პერეირა (4), 2:0 დიკსი (17, პენ), 2:1 კვისტგორდენი (61), 3:1 ელიუნუსი (75)
გაძევება: ლოპესი (43, კოპენჰაგენი)

altგოჩოლეიშვილს ბრიტანეთის ვიზა არ მისცეს - "კოპენჰაგენი" კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბრავო გიოს საოცარი ატმოსფერო იყო და საიცრად კარგად გაარტვა ტავი წინ კიდევ დიდი წარმატებებს ვუსურვებ ცჰვენს ბიცჰს
gio9
21:57 01-09-2024
0
https://youtu.be/SVLdDsfVElU?si=WkIdkNvJ8HYMn5bt
რეალობა
19:00 01-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული