ეშველა ოსიმენს, ეშველა დე ლაურენტისს - ვიქტორის ტრანსფერი მალე განხორციელდება

AutoSharing Option
SKY-ს სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი უგუნდოდ არ დარჩება და "გალათასარაიში" გადავა.

დი მარციოს მტკიცებით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "გალათასარაის" შეთავაზებულ პირობებზე დათანხმდა, მხარეები ბოლო დეტალებს აზუსტებენ და ოსიმენი სტამბოლში მალე გადაბარგდება.

ნიგერიელი იჯარის წესით, გამოსყიდვის უფლების გარეშე გადავა და ხელფასს, 11 მილიონ ევროს, სრულად "გალათასარაი" გადაუხდის. თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 13 სექტემბრამდე გრძელდება და სტამბოლური გუნდი ვიქტორის დამატებას თავისუფლად მოასწრებს.

"გალათასარაი" 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს, ოსიმენი კი შეტევაში მაურო იკარდისთან ერთად გაირჯება, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და
დაახლოებით ერთ თვეში ჩადგება მწყობრში.

ოსიმენის ამბავი "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ დაადასტურა, ოღონდ ვიდრე გაუშვებენ, ფეხბურთელისგან კონტრაქტის 2027 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას მოითხოვენ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
დაანებეთ ამ ბიჭს თავი. ძალიან კარგად მიყავს თავის საქმე. ვითომ ძალიან გადარდებთ მისი ხელფასი. ყველამ თავის კაი მამიდას მოუაროს. აცალეთ ხვიჩას თამაში.რა ხალხი ხართ სხვისი ფულების მთვლელებო. ფუჰ, თქვენი....
ფეოლა
20:40 02-09-2024
5
არაფრის კეთებაში 10 მილიონის აღება წარმატებული ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის რომ "კაი საქმე" გგონიათ და ხვიჩასაც იგივეს რომ უსურვებთ, იმიტომ გვაქვს ქვეყანას კარგად საქმე... ყველა "დარმავოი ფულის" და სხვისი გაცუცურაკებით მიღებულ სიკეთეებზე რო ვართ ორიენტირებული, წინ წავალთ კი...
ბევრჯერ შემხვდა მსგავსი კომენტარი და არ ივარგებს ასე ხალხო
რა მაფიაა?
21:39 02-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული