მოისწრაფიშვილი კარიერას უკრაინულ გუნდში გააგრძელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას უკრაინულ "კოლოსში" გააგრძელებს. Transfermarkt-ზე მოისწრაფიშვილის კლუბის გრაფაში უკვე კოვალივკას "კოლოსია" აღნიშნული.

მოისწრაფიშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია, გასულ სეზონში იჯარით ბელგიის "ბევერენში" თამაშობდა, ახალ გუნდში კი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

"კოლოსში" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე ასპარეზობს. ეს გუნდი 5 ტურის შემდეგ უკრაინის პრემიერლიგაში 2 ქულით ბოლოსწინა, მეთხუთმეტე ადგილზეა და 16 სექტემბერს "ჩერკასის" სტუმრად დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა კარგად იწყებდა და ჯერ ბელგიის მეორე ლიგაში, თანაც სკამზე ამოყო თავი და მის მერე ვეღარ დაბრუნდა ხეირიანად, ახლა უკრაინის აუცაიდერში გაგნიძეზე გამისკდა გული და ესეც დაემატა...წარმატებები ორივეს იქნებ დაწინაურდენ გაისად უკეთეს კლუბებში და ლიგებში.
Givi
09:23 03-09-2024
0
ეს და მექვაბუშვილი ერთ დონეზე იყვნენ დაახლოებით,მაგრამ ჯერ ბელგიის მეორე დივიზიონში ვერ დაიმკვიდრა თავი ძირითადში,მერე დაქცეულ დინამოში.საეჭვოა ეს უკრაინაში მოახერხოს.იმედია ვცდები,წარმატებები გიორგის.
Master
13:26 03-09-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული