გიორგი მოისწრაფიშვილი ბელგიურ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოდან" იჯარით "ბევერენში" გადავიდა. ახალ გუნდში ის 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბელგიურ კლუბს მომავალ წელს მოისწრაფიშვილის კონტრაქტის გამოსყიდვა შეეძლება.

"ბევერენი" ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში 4 ტურის შემდეგ 4 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 9 სექტემბერს თასზე ვირტონში "ექსელსიორს" დაუპირისპირდება, ხოლო 16 სექტემბერს, ჩემპიონატის მეხუთე ტურში - სტუმრად "ბეერსხოტს".

მკითხველის კომენტარები / 26 /
რა კომენტარებია იმენა გაგიჟდები, აბა სად უნდა წასულიყო ყაზახეთში? ბიჭი წავიდა შუაგულ ევროპაში, გაინძრევა თავს გამოიჩენს ერთ ნაბიჯშია ბელგიის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად.
kesha
11:47 06-09-2023
5
მეორე ლიგაში და ისიც ასეთ დაბალი რანგის ქვეყნებში რა პონტში მიდიან ვერ ვხვდები,რა პერსპექტივები აქვთ დაელოდება ერთი ორი წელი და ნახავ რამე ნორმალურ გუნდს მთავარია ფეხბურთი ითამაშე.
Ucxo
11:47 06-09-2023
1

სიახლეები პოპულარული