"ჯუღელისთვის ხვიჩა პირველი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და კარიერის მის ირგვლივ აწყობა უნდა" - იტალიელმა სპორტულმა მენეჯერმა კვარაცხელიას აგენტზე ისაუბრა

AutoSharing Option
იტალიელმა სპორტულმა მენეჯერმა ჯუზეპე კანელამ Radio Punto Nuovo-სთან საუბარში "ნაპოლისთან" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებასა და მის აგენტ მამუკა ჯუღელზე ისაუბრა.

"კვარაცხელია ჯუღელისთვის პირველი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მას სურს, საკუთარი კარიერა ხვიჩას ირგვლივ ააწყოს.

პირველ რიგში, აგენტს უნდა, რომ "კვარა" ბედნიერი იყოს და სხვასთან არ წავიდეს. შენ მას უბრალოდ ფული უნდა გადაუხადო, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მართავს მოლაპარაკებებს, დე ლაურენტისი თუ ჯოვანი მანა (სპორტული დირექტორი).

"ნაპოლი" სამაგალითო კლუბია, რომელმაც უამრავი მოგება ნახა და ფინანსები წესრიგში აქვს. მე გაოცებული ვარ, თუ ვის
ანდობს კლუბი სატრანსფერო ბაზარს.

მანა ახალგაზრდა კაცია, რომელიც ფოკუსირებულია ახალგაზრდებსა და მომავალზე. ის დიდებული სკაუტია, რომელსაც ტალანტების აღმოჩენა შეუძლია, მაგრამ მას გამოცდილება აკლია და ეს სატრანსფერო ბაზრის ზოგიერთ ნიუანსში გამოჩნდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცდილობ, ფეხბურთელი გაყიდო და ითანამშრომლო მნიშვნელოვან აგენტებთან", - თქვა კანელამ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სწორია ეს კაცი.ჯუღელი თავის თავზე ფიქრობს პირველ რიგში ცდილობს ხვიჩას გაუჩარხოს კარგი კონტრაქტი,თვითონაც რომ სარგებელი ნახოს საკმარისად.საქმე იმაშია,რომ ძსლიან გამოუცდელია ამ დონის ხალხთან მოლაპარაკებებში.პირველი სერიოზული ვარიანტი ჩაუვარდა ხელში და არ უნდა ხელიდან გაშვება,მაგრამ სუსტია ამ საქმეში.ერთი წელი ვერ შეძლოს აგენტმა კონტრაქტის გაუმჯობესება,ეს პირველი შემთხვევა იქნება ალბათ.ხვიჩა მოიშორე ეს კაცი.ამას მეორეხარისხოვან გუნდებში ჰყავს ნაცნობები,შენ კი გრანდებთან მუშაობის გამოცდილების მქონე გჭირდება უკვე.
მირო
22:12 05-09-2024
0
სიფაᲗზე ხო აწერია რა ფრუქტიცაა(фрукт)
ლონგი
18:34 05-09-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული