"კვარამ" მეკარეს ჰიპნოზი გაუკეთა"- იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.

32-ე წუთზე კრეიჩმა "კვარა" საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა.

ხვიჩას დარტყმულ პენალტს იტალიური გამოცემა Calcionapoli24 გამოეხმაურა.

"კვარამ" მეკარეს ჰიპნოზი გაუკეთა, კოვარი რამდენიმე წამით თითქოს გაშეშდა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს 10 სექტემბერს, სტუმრად, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩეხეთთან მატჩში?

alt4:1. საქართველომ ჩეხეთი დაჯაბნა და ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
მთელი, სულითა და გულით ვულოცავ ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს, გუშინდელ ლამაზ გამარჯვებას! ყოჩაღთ ბიჭებო! მგონი წარსულს ჩაბარდა უსახური არაფრის მომცემი თამაშები. რაც გუშინ ვიხილეთ ჩვენი ფეხბურთელების ბრწყივნალე თამაში, ეს უკვე იმის დასტურია, რო აწი გველოდება მაგარი თამაშები! ასე ითამაშეთ ბიჭებო და წარმატებებიც არ დააყოვნებს! ეხლა მინდა მივმართო: ჩასაფრებულ "ვაი ვითომ ქომაგებს" როგორ იყო? რო წერდით ჩეხები შეჭამენო ქართველ ფეხბურთელებსო და გაფარჩაკებულად წააგებენო, ეხლა რას იტყვით? ვინაა გაფარჩაკებული და შეჭმული? ამიტომ ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი ნაკრების მიმართ! წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს ნაკრებს!
გიგა
12:48 08-09-2024
1
მადლობა ჩვენს საამაყო ნაკრებს! გილოცავთ ყველა გულშემატკივარს. საკუთარი თვალით ვნახე, რამდენს არ გაუხარდა წუხანდელი ბრწყინვალე თამაში და საქართველოს ნაკრების თითოეულ გოლზე შეზანზარებული თბილისი. ვისაც გვიხარია და გვეამაყება, „გაგვატარეთ“, როგორც ბაბუაჩემმა თქვა წუხელ.
საბა
16:03 08-09-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული