"კვარამ" მეკარეს ჰიპნოზი გაუკეთა"- იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.

32-ე წუთზე კრეიჩმა "კვარა" საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა.

ხვიჩას დარტყმულ პენალტს იტალიური გამოცემა Calcionapoli24 გამოეხმაურა.

"კვარამ" მეკარეს ჰიპნოზი გაუკეთა, კოვარი რამდენიმე წამით თითქოს გაშეშდა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს 10 სექტემბერს, სტუმრად, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩეხეთთან მატჩში?

alt4:1. საქართველომ ჩეხეთი დაჯაბნა და ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვულოცავ ჩვენს ნაკრებს და მთელ საქართველოს ღირსეულ გამარჯვებას და ამ ფონზე არ გვინდა ნიშნის მოგებით საუბარი, უმჯობესი იქნება წაგების შემთხვევაშიც გჯეროდეს შენი გუნდის, თორემ ამჟამად ფეხბურთზე ლაპარაკობს ხალხი, რომლებიც ევროპის ჩემპიონატიდან გულშემატკივრობენ ქართულ ფეხბურთს და ეს ძალიან კარგია, ფეხბურთის პოპულარობა იზრდება. ეხლა რაც შეეხება პენალტებს, სლავა მეტრეველიც და რევაზ ჩელებაზეც ბურთს არ უყურებდნენ ისე ურტყამდნენ პენალტებს, ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელი მეკარეს უყურებს და მის რეაქციას ელოდება, რაც შეეხება ბატონო ჟორა მიშა მესხს, მის გაცილებაზე ჩამოსული იყო ურუგვაის მონტევიდეოს ნასიონალი.
დურუ
20:00 08-09-2024
0
ქომაგი,სად გაგახსენდა სლავა შე ოხერო შენა.სლავას და მიშა მესხის გაცილებაზე სტადიონზე ვიყავი.მიშა 1969 წელს ლოკომოტივის(მესხის)და სლავა 1971 წელს დინამოს სტადიონიდან გააცილეს.ორივე ისეთ ფორმაში იყო საცოდაობა იყო მათი ფეხბურთიდან წასვლა.აფსუს რა ფეხბურთელები გვყავდა.

0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული