"კვარამ" მეკარეს ჰიპნოზი გაუკეთა"- იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.

32-ე წუთზე კრეიჩმა "კვარა" საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა.

ხვიჩას დარტყმულ პენალტს იტალიური გამოცემა Calcionapoli24 გამოეხმაურა.

"კვარამ" მეკარეს ჰიპნოზი გაუკეთა, კოვარი რამდენიმე წამით თითქოს გაშეშდა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩს 10 სექტემბერს, სტუმრად, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩეხეთთან მატჩში?

alt4:1. საქართველომ ჩეხეთი დაჯაბნა და ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
მთელი, სულითა და გულით ვულოცავ ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს, გუშინდელ ლამაზ გამარჯვებას! ყოჩაღთ ბიჭებო! მგონი წარსულს ჩაბარდა უსახური არაფრის მომცემი თამაშები. რაც გუშინ ვიხილეთ ჩვენი ფეხბურთელების ბრწყივნალე თამაში, ეს უკვე იმის დასტურია, რო აწი გველოდება მაგარი თამაშები! ასე ითამაშეთ ბიჭებო და წარმატებებიც არ დააყოვნებს! ეხლა მინდა მივმართო: ჩასაფრებულ "ვაი ვითომ ქომაგებს" როგორ იყო? რო წერდით ჩეხები შეჭამენო ქართველ ფეხბურთელებსო და გაფარჩაკებულად წააგებენო, ეხლა რას იტყვით? ვინაა გაფარჩაკებული და შეჭმული? ამიტომ ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი ნაკრების მიმართ! წარმატებები და გამარჯვებები ჩვენს ნაკრებს!
გიგა
12:48 08-09-2024
1
მართლაც საცოდაობაა, ჩვენთან რომ აღარ არსებობს ჩელეს კლასიკური პენალტის ჩანაწერი. ამიტომ ყვებიან ზღაპრებს და იგონებენ სისულელეებს. ჩელეს რამოდენიმეჯერ მართლაც აქვს დარტყმული "არათავისი" პენალტი და რატომ, მიზეზი ალბათ თვითონ იცის. რაც შეეხება მის პენალტს - სწრაფი გამორბენი არ ჰქონდა, არც პაუზას აკეთებდა და ეს იყო ზუსტად საოცრება, ამ პაუზის გარეშე რატომ ხტებოდა მეკარე ასე ნაადრევად გაუგებარი იყო. მეტწილად მეკარის ნახტომის შესრულების შემდგომ გზავნიდა ბურთს კარებში. იყო შემთხვევები მეკარეს დაწყებული მოძრაობა აღარც გაუგრძელებია და უბრალოდ გაჩერებულა, ვინაიდან ბურთი საპირისპირო კუთხისკენ მიდიოდა. და კიდევ ერთი, ჩელე ბურთს ისე ნელა აგორებდა გრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მეკარე დროზე რომ წამომხტარიყო და საპირისპირო კუთხისკენ დაძრულიყო ბურთს აიღებდა. მის პენალტს ერთი კურიოზიც უკავშირდება, თუ არ მეშლება მიხეილ სტუპარმა გააფრთხილა, იყო ასეთი მსაჯი, გოლის გატანის შემდგომ ყვითელი ბარათი უჩვენა და დაამატა - "მეკარის აბუჩად აგდებისთვისო".
რაც მახსოვს, ჩელეს გაფუჭებული აქვს ერთი პენალტი, აუღო მოსკოვის ცსკა-ს მეკარე ასტაპოვსკიმ, ორჯერ დაინიშნა ერთ თამაშში, პირველი, თავის სტილში შეუგდო, მეორე ვერა.
ახლა მთავარი, წარმოუდგენელია, რომ სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკების ტელევიზიების არქივში არ არსებობდეს ერთი ჩანაწერი მაინც. ვფიქრობ საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულმა რედაქციამ, უნდა ჩამოაყალიბოს სამუშაო ჯგუფი და მოიძიონ სტატისტიკა, კონკრეტულად რომელ თამაშებში აქვს შესრულებული ჩელეს პენალტი და ამ კონკრეტული თამაშების ვიდეოჩანაწერების ძებნის პროცესი წამოიწყონ ყოფილი სსრკ-ს ტელევიზიების მაშტაბით, დიდ საქმეს გაუკეთებენ ქართველ გულშემატკივარს.
goga
21:30 08-09-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული