ითამაშებს თუ არა ხვიჩა "კალიარისთან"? - იტალიური მედიის ვარაუდი

AutoSharing Option
ნეაპოლური მედია ალბანეთის ნაკრებთან მატჩისას ხვიჩა კვარაცხელიას მიღებული ტრავმის გამო შეშფოთებულია. ქართველი იტალიაში ჩასვლისას სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გადაწყდება, მოახერხებს თუ არა კვირას, სერია A-ს მეოთხე ტურში, სტუმრად "კალიარისთან" თამაშს.

Sky Sport-ის ცნობით, შეხვედრაში კვარაცხელიას მონაწილეობა საეჭვოა და მწვრთნელი ანტონიო კონტე მის ნაცვლად სასტარტოში დავიდ ნერესს ან ჯაკომო რასპადორის დააყენებს. თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

"ნაპოლის" მარცხენა მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ campana Radio CRC-ის ეთერში განაცხადა, რომ "კვარასთან" მოედანზე ურთიერთგაგება ჯერ კიდევ არ არის სრული, მასთან ერთად თამაში ადვილია, ვინაიდან თავისი
მოქმედებით მთელი გუნდისთვის სივრცეების გახსნა შეუძლია.

Il Mattino-ს მტკიცებით, ხვიჩას ნეაპოლური კლუბი კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე გაგრძელების სანაცვლოდ სეზონური ანაზღაურების 5 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს, მაგრამ ფეხბურთელის გარემოცვა 2.5 მილიონით მეტს ითხოვს. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არ არიან, თუმცა, იმედია, თვის ბოლოს პირობებზე შეჯერდებიან.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ითამაშებს აუცილებლად!, თუ არა და ნახავთ, ის ტრამვაც ალბანელებთან მისი სუსტი თამაშის გასაპრვებლად მოიგონეს, თორემ მიკროტრამვებით და გამაყუჩებელით იმდენი თამაშობს -ვინ დაითვლის!!. არადა არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა,უბრალოდ მოწინააღდეგე გუნდის შტაბს ისე ჰქონდათ შესწავლილი მისი თამაში საიმედოთ ამოკეტეს, ისე როგორც ჩვენებმა მათი ცენტრფორვარდი, ხოლო კვალას თამაში რომ ყველას გაშიფრული აქვთ და მეტოქისთვის ახალი, მოულოდნელი-კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება უჭირს არ ახალიაა....რაც მთავარი და ჩვენთვის სასიამოვნო უნდა იყოს,რომ ნაკრები მართო კვარა არ არის და ნამდვილი გუნდია და კვარასთან ერთად თუ მის გარეშე შეუძლია შედეგის დადება. გაიხსენეთ ბოლო საკვანძო თამაშები-ლუქსემბურგს მის გარეშე მოუგეს,საბერძნეთს მისი გასვლის შემდეგ შეუქმნეს საგოლე მომენტები და მის გარეშე მოიპოვეს ევრო საგზური პენალტების სერიაში, ალბანეთს მისი გასვლის შემდეგ მოუგეს, ლამის ყველაზე სუსტი იყო ევროზე თურქეთან და ჩეხეთთან....ასე რომ ნაკრები გუნდია!!.. გუნდიი!!....კვარას კი არაფერში ჭირდება ტრამვებით,მცველების სიხისტით და მსაჯების მიზეზით არავასკვლავური თამაშის გაპრავება, ის არის ის რაც არის -ნაკრების მხოლოდ ერთ -ერთი საკვანძო ფეხბურთელი და არა შეუცვლელი და პერიოდულად გაუვარდება და გაიბრწყინებს.
leqso
12 სექტემბერი 2024 10:07
42
ამ ბიჭის მიმართ ამდენი ბოღმა სად მოაგროვე.შენთვის არის ცუდი!
მარი
12 სექტემბერი 2024 18:14
0
სხვა თემას მიაწექი, ამის ამარა გაგიჭირდება. არც კი მინდა დისკუსიაში შემოსვლა, ვერ მიხვდები და იწვალებ.
გუგა
12 სექტემბერი 2024 11:26
0
ჯერ კიდევ შუა აგვისტოში დავწერე, რომ ლაურენტისი პირობებს შეუცვლის ფანჯრის დახურვის შემდეგ. ანუ თუ 1 სექტემბრამდე არ გააფორმეს ახალი კონტრაქტი, მერე ძალიან გაჭირდება თქო. 70 წლის კაცს ასეთი უნამუსო ადამიანი, 2-3 ვაჭარი თუ შემხვედრია. თუმცა რა გასაკვირია, ვაჭარიც კი არაა, სიტყვის შესრულებაში ვაჭრუკანაა.
alexandre
11 სექტემბერი 2024 22:23
1
ძAაან მინდა ითამაშოს კვირას მონიშნული მქონდა ეგ თამაში საყურებლად :((
bd
11 სექტემბერი 2024 20:48
1
მოკლედ,ბოლო არ უჩანს როდის დამთავრდება ეს საგა,კვარას ახალი კონტრაქტი.არ გამიკვირდება,თუ კვარა ისევ ძველი კონტრაქტით ითამაშებს ზამთრამდე მაინც.ჯუღელი ერთი წელია ვერ აღწევს ვერაფერს და რა გარანტიაა,რომ ეხლა მიაღწევს???
მირო
11 სექტემბერი 2024 20:17
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული