პირველად ერთად საწყისი წუთებიდანვე - კვარაცხელია და ლუკაკუ სარდინიაზე შეუტევენ, კონტეს გეგმა აქვს

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და გაირკვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არაა.

გამოცემა იმასაც წერს, რომ ქართველი სერია A-ს მე-4 ტურში გასვლაზე "კალიარის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

კონტე 3-4-2-1 სქემას აირჩევს, სარდინიაზე ცენტრფორვარდი რომელუ ლუკაკუ იქნება, ხვიჩა კი მის უკან იმოქმედებს.

ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც კვარაცხელია და ლუკაკუ ძირითად შემადგენლობაში თამაშს საწყისი წუთებიდანვე დაიწყებენ.

ინფორმაციისთვის, "კალიარისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 15 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რათქმაუნდა, ეს პირველი შემთხვევა იქნება... მითუმეტეს, ლუკაკუ მხოლოდ მეორე მატჩს ჩაატარებს ნაპოლიში...
დდდ
18:20 13-09-2024
1
აკი ტრამვა აქვს და ამიტომაც ითამაშა ალბანეთან შედარებით უფერულად და მისი შეცვლის მიზეზიც ტრამვა იყოვოო.....სინამდვილეში კი როგორც ვიცოდი-ტრამვა მისი არც ისე სუპერ თამაშის გაპრავების ბრიყვული მცდელობა იყო და მეტი არაფერი, მწრთნელიც ნამდვილ პროფესიონალად მოიქცა-შეცვალა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი,რომელსაც თამაში არ წაუვიდა, გუნდი გადააწყო და პრინციპული თამაში მოიგო-სუპერ!! კვარას კი მიზეზ- მიზეზ სულ არ სჭირდება არაფერში, ისედაც გაისვრის ისე როგორც ჩეხეთთან და ბოლონიასთან პერიოდულად, თორემ არც ნაპოლია მხოლოდ კვარაზე დამოკიდებული გუნდი და მით უმეტეს საქართველოს ნაკრებიიი...
leqso
17:04 13-09-2024
58
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული