კვარაცხელია "ნაპოლის" გულშემატკივრებმა აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოში "ნაპოლის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, - ამის თაობაზე კლუბის საიტი იტყობინება.

კვარაცხელიამ გამოკითხვაში გულშემატკივრებისგან ყველაზე მეტი ხმა და MVP-ის ჯილდო მიიღო. მან აგვისტოში ოთხ მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ხვიჩა გასულ თვეში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის იყო წარდგენილი, მაგრამ MVP "ინტერის" თავდამსხმელი მარკუს ტიურამი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული