კარგი ამბავი - ჩაკვეტაძის ტრავმა დიდი ალბათობით სერიოზული არაა

AutoSharing Option
დიდი ალბათობით "უოტფორდის" ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის "კოვენტრისთან" მატჩისას მიღებული ტრავმა სერიოზული არაა.

"უოტფორდის" მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ BBC Sport-ს განუცხადა, რომ პირველადი მონაცემებით ჩაკვეტაძე სერიოზულად არ დაშავებულა და ზურგის კუნთის სპაზმი აქვს.

საბედნიეროდ ვარაუდი, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლის მყესი დაუზიანდა, მართალი არ გამოდგა.

altჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა და ტრავმა მიიღო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
გიორგი ჩაკვეტაძე, არა მგონია ამ საიტზე შემოდიოდე, მაგრამ იცოდე: საქართველოში უამრავი ადამიანია, ვისაც უყვარხარ და გული შეტკივა შენზე!!! ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები შენ გვერდით ვართ!!!! გახსოვდეს ეს!!!!
წარმატებები ძმაო!!!
კახა 75
21:19 14-09-2024
1
აუუ ამოვისუნთქეეთ ))) არადა როგორ დავპანიკდი ისევ მუხლის ამბავი არ იყოს მეთქი თანაც ისეთ მომენტში მოხდა არავინ რომ არ ეთმაშებოდა თუმცა იქვე მომეცა იმედი როცა ექიმმა მუხლი მოუხარა ანუ მყესების ტრავმის დროს რაც არ შეიძლება ის გააკეთა და ვიფიქრე იქნება გადავრჩეთ მეთქიი ! ჩაკვეს გარეშე ნაკრები ის არ იქნებოდა !
zura222
22:03 14-09-2024
1

სიახლეები პოპულარული