სტუმრებმა მეტოქეზე სახიფათოდ შეუტიეს და დი ლორენცომ მინასგან რიკოშეტით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ლუკაკუს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარე სკუფეტმა მოიგერია. კვარაცხელია აქტიური იყო და მცველები რამდენიმეჯერ ეუხეშნენ. ფანებმა მოედანზე პეტარდების სროლა დაიწყეს და მსაჯმა თამაში 7 წუთით შეაჩერა. მასპინძლებმა იერიშებით უპასუხეს, მეკარე მერეტმა პიკოლის არ გაატანინა. ბოლოს ხვიჩას კარგი პასი ლუკაკუმ ვერ გამოიყენა და და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ „კალიარის“ ორი რეალური შანსი მიეცა: მერეტმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა „ნაპოლი“, ხოლო მარინმა ბურთი ხარიხას გაარტყა. საწრაფი კონტრშეტევისას კი „კვარამ“ ლუკაკუს პასი მიიღო, დრიბლინგით სკუფეტთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ქართველის გადაცემული ბურთით ლუკაკუმ გაიტანა. მატჩის ბედი გადაწყდა და მწვრთნელმა კონტემ კვარაცხელიას, ლობოტკას და ლუკაკუს ნაცვლად მოედანზე მაკტომინეი, გილმორი და სიმეონე შეუშვა. კომპენსირებულ დროში ბონჯორნომ თავურით დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი და "ნაპოლიმ" გამარჯვება მოიპოვა.
„ნაპოლი“ ამ მომენტისთვის 9 ქულით ლიდერია და 21 სექტემბერს ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.
კალიარი. „სარდინია არენა“
კალიარი - ნაპოლი 0:4
გოლები: 0:1 დი ლორენცო (18), 0:2 კვარაცხელია (66), 0:3 ლუკაკუ (70), 0:4 ბონჯორნო (90+3)
კვარაცხელიას, მიქაუტაძისა და მამარდაშვილის მატჩის დღე! - ჩაკვეტაძემ ძალიან გვანერვიულა...