კვარაცხელიამ ანალიტიკური საიტებისგან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო

AutoSharing Option
სერია A-ს მეოთხე ტურში სტუმრად „კალიარისთან“ მოგებულ მატჩში (4:0) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა:

whoscored 8.8, flashscore 8.6, flashscore 8.6.

„ნაპოლი“ ამ მომენტისთვის 9 ქულით ლიდერია და 21 სექტემბერს ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ანალიტიკური საიტები არ ვიცი,მარა ჩემი შეფასებით,ათ ბალიანი სისტემით 100 ქულა კვარას.იმ ჩარტყმის მერე მოედანზე დარჩა და თამაში გააკეთა.ოქრო გვყავს ქართველებს,საამაყო ამბავია და ვამაყობთ კიდეც. ჯერ მერაბმა ჩემპიონობა იზეიმა,რაც 1000% დაიმსახურა,მისი ისტორიის მქონე ბევრი ემიგრანტია და ყველას მერაბის დარი ბედი მისცეს ღმერთმა,ასახელონ საქართველო და დაბრუნდნენ საქართველოში.გავა დრო და მოვუყვები ახალ თაობას მომავალში რო მე მოვესწარი იმ დროს,როცა კვარა ჯადოქრობა,როგორც ძველი თაობა გვიყვება ყიფიანის თამაშზე. შეგიმჩნევიათ,როცა იმ დროინდელი ხალხი ყვება და საუბარს ყიფიანზე იწყებს,თვალებში შუქი ენთებათ და აღტაცებულები გვიყვებიან ისტორიებს ყიფიანის ჯადოქრობაზე. მსგავსი ან უფრო უკეთესი იქნება კვარას ამბავი,ესეთი სხვა ვერ იქნება,რადგან დამოუკიდებლობის აღდგენის მერე მსგავსი სიხარული და გარდატეხა არავის არსად არ მოუტანია ერისთვის,არც მარადონას და არც მესის. ერთადერთი პელეს მოქონდა მსგავსი სიხარული და გარდატეხა თავისი ხალხისთვის,მერე არის კვარა. კვარამ ჩვენს თავებში გამარჯვებულის მენტალიტეტი გააჩინა,არა მარტო მან,მამარდამაც და ჩაკვეტაძემაც. ჩაკვეს ყაზახეთთან გასროლა იყო ამის საწყისი.აქვე არ დავივიწყოთ ოლომპიელები და პარაოლიმპიელები,უმგრესი გოგონები და ბიჭები. გენაცვალეთ ყველას,წარმატებები თქვენც და მთელ საქართველოს,ყველა ქართველს მოსფლიოს ნებისმიერ წერტილში.
იასონას უდარი
07:33 16-09-2024
5
საუკეთესო კვარა იყო, ლუკაკუს კი მოტივაცია გაუზარდეს.
მალხაზ ჯობავა
23:34 15-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული