კვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „კალიარი“ 4:0 დაამარცხა.

სტუმრებმა მეტოქეზე სახიფათოდ შეუტიეს და დი ლორენცომ მინასგან რიკოშეტით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ლუკაკუს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარე სკუფეტმა მოიგერია. კვარაცხელია აქტიური იყო და მცველები რამდენიმეჯერ ეუხეშნენ. ფანებმა მოედანზე პეტარდების სროლა დაიწყეს და მსაჯმა თამაში 7 წუთით შეაჩერა. მასპინძლებმა იერიშებით უპასუხეს, მეკარე მერეტმა პიკოლის არ გაატანინა. ბოლოს ხვიჩას კარგი პასი ლუკაკუმ ვერ გამოიყენა და და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „კალიარის“ ორი რეალური შანსი მიეცა: მერეტმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა
„ნაპოლი“, ხოლო მარინმა ბურთი ხარიხას გაარტყა. საწრაფი კონტრშეტევისას კი „კვარამ“ ლუკაკუს პასი მიიღო, დრიბლინგით სკუფეტთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში ქართველის გადაცემული ბურთით ლუკაკუმ გაიტანა. მატჩის ბედი გადაწყდა და მწვრთნელმა კონტემ კვარაცხელიას, ლობოტკას და ლუკაკუს ნაცვლად მოედანზე მაკტომინეი, გილმორი და სიმეონე შეუშვა. კომპენსირებულ დროში ბონჯორნომ თავურით დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი და "ნაპოლიმ" გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ ამ მომენტისთვის 9 ქულით ლიდერია და 21 სექტემბერს ტურინში „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

კალიარი. „სარდინია არენა“

კალიარი - ნაპოლი 0:4
გოლები: 0:1 დი ლორენცო (18), 0:2 კვარაცხელია (66), 0:3 ლუკაკუ (70), 0:4 ბონჯორნო (90+3)

altკვარაცხელიას, მიქაუტაძისა და მამარდაშვილის მატჩის დღე! - ჩაკვეტაძემ ძალიან გვანერვიულა...

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხვიცა შესანიშნავი იყო... შემდგომი წარმატებები მას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
18:38 16-09-2024
0
დავიწყებ იქიდან რომ საზიზღარი მსაჯობა იყო. უამრავ ბარათს იმსახურებდა მასპინძელი გუნდი. 100% დარწმუნებული ვარ რომ მათი მწვრთნელის დავალება იყო ხვიჩას განეიტრალება (დამტვრევა) პირველივე წუთებიდან უხეშობის ხარჯზე, რაც პირნათელი მცდელობა იყო პირველივე წუთებზე. ამაზე რატომღაც ხმას არავინ არ იღებს,მათ შორის არც ნაპოლის ხელმძღვანელობა. ამ საერთოდ ავუკრძალავდი მსაჯობას. კალიარი არის საშინელი გუნდი სერია ა-ში. გავარდებოდეს მაინც. ვისაც გახსოვთ შარშანდელი თამაში,( როცა ნაპოლიმ ხვიჩას წყალობით 2-1მოუგო ამ ყასაბებს) ,როგორ ჩეხავდნენ ხვიჩას, არ ერიდებოდნენ სახეში დარტყმებსაც კი. თანაც დამცინავად იღიმებოდნენ.წელს იგივე გრძელდება მსაჯები იბრმავებენ თვალებს. რაც შეეხება თამაშს მიუხედავად იმისა რომ 4-0 მოიგეს არ იყო გუნდი დამაჯერებელი. დაცვაში მაინც უშვებენ შეცდომებს. რომ არა ხვიჩას გატამწყვეტი გოლი,არავინ იცის როგორ დამთავრდებოდა მატჩი. ალბათ ჯერ კიდევ შეთამაშება აკლიათ. ეს რა თქმა უნდა არ ეხება ჩვენს ვუნდერკინდს.შემდეგ ტურში იუვესთან გამოჩნდება თუ როგორი მომზადება აქვთ. არ ვამბობ მატჩის შედეგზე არაფერს. თვითონ თამაშის ხარისხზე ვამბობ. მსაჯებს მიხედინ, აუცილებელია გაპროტესტება გუშინდელი მსაჯის მსაჯობა.პირველივე წამებიდან უნდა გაეფრთხილებინა ყასაბი მცველი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჯერ ურემი არ გადაბრუნებულა .გამგები გაიგებს
დავით 67
14:21 16-09-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული