Bravo Zuka! - დავითაშვილი ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურში

AutoSharing Option
"სენტ-ეტიენის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 7 ქულით "ეკიპმა" ლიგა 1-ის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"სენტ-ეტიენმა" გასულ ტურში საკუთარ მოედანზე "ლილი" 1:0 დაამარცხა, დავითაშვილმა კი საგოლე გადაცემა გააკეთა. "მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. ბრავო, ზუკა!" - წერს კლუბის საიტი.

peuple-vert-ი აღნიშნავს, რომ სამი წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ ქართველი მარჯვენა ფლანგზე გაცილებით ეფექტურად თამაშობდა, გადამწყვეტი იყო, მატიე კაფაროს შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა, მთელი 90 წუთის მანძილზე საინტერესოდ მოქმედებდა: დრიბლინგებს ახორციელებდა, თამაშს ამწვავებდა, კარში ურტყამდა, მეტოქის დაცვას თავგზა აუბნია და მისი სტატისტიკაც ძალიან საინტერესოა.

სიმბოლურში აგრეთვე ზურიკოს თანაგუნდელები, იუნის აბდელჰამიდი და კაფარო მოხვდნენ, ტურის საუკეთესო მწვრთნელად კი "სენტ-ეტიენის" თავკაცი ოლივიე დალ'ოლიო დაასახელეს.

"სენტ-ეტიენი" 20 სექტემბერს სტუმრად "ნიცას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ ზუკა ასე გააგრძელე. მომენტებით რაც ვიდეოზე იყო მაგრად უთამაშია.
G.LA
20:22 16-09-2024
1
ზუკა მონდომებული ბიჭია.ცდილობს გაიზარდოს,უფრო დაოსტატდეს,მაღალი დონის ფეხბურთელი გახდეს.შრომობს,თავს არ ზოგავს.ღმერთმა გაუმრთლოს,ღირსეული ბიჭია.
მირო
22:22 16-09-2024
0

სიახლეები პოპულარული