Bravo Zuka! - დავითაშვილი ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურში

AutoSharing Option
"სენტ-ეტიენის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი 7 ქულით "ეკიპმა" ლიგა 1-ის მეოთხე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"სენტ-ეტიენმა" გასულ ტურში საკუთარ მოედანზე "ლილი" 1:0 დაამარცხა, დავითაშვილმა კი საგოლე გადაცემა გააკეთა. "მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. ბრავო, ზუკა!" - წერს კლუბის საიტი.

peuple-vert-ი აღნიშნავს, რომ სამი წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ ქართველი მარჯვენა ფლანგზე გაცილებით ეფექტურად თამაშობდა, გადამწყვეტი იყო, მატიე კაფაროს შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა, მთელი 90 წუთის მანძილზე საინტერესოდ მოქმედებდა: დრიბლინგებს ახორციელებდა, თამაშს ამწვავებდა, კარში ურტყამდა, მეტოქის დაცვას თავგზა აუბნია და მისი სტატისტიკაც ძალიან საინტერესოა.

სიმბოლურში აგრეთვე ზურიკოს თანაგუნდელები, იუნის აბდელჰამიდი და კაფარო მოხვდნენ, ტურის საუკეთესო მწვრთნელად კი "სენტ-ეტიენის" თავკაცი ოლივიე დალ'ოლიო დაასახელეს.

"სენტ-ეტიენი" 20 სექტემბერს სტუმრად "ნიცას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
L.J.-ს Მართალი ხარ, ᲟორᲟიც არ იყო, Თუმცა აქ Მთავარი მაინც ზუკას ფაქტორია
დინამოელი
14:45 17-09-2024
0
გილოცავ და მომავალ უამრავ წარმატებას გისურვებ ზუკა !!! ყველაფერს რომ Თავი Დავანებოთ პირადად Ჩემგან Განსაკუთრებული პატივისცემა Შენ, მამარდას, ᲟორᲟს Იმისთვის, რაც Დატვირთული სეზონის მიუხედავად ახალგაზრდული Ნაკრებისთვის გააკეᲗეᲗ U21-ზე. ამის დავიწყება ᲨეუᲫლებელია.
დინამოელი
08:16 17-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული