არა და არ უმართლებს - საზონოვმა მძიმე ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
"ემპოლის" საიტის ცნობით, მცველმა საბა საზონოვმა ვარჯიშზე მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო და სამწუხაროდ, ალბათ, რამდენიმე თვე უქმობა მოუწევს.

დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდება, დასჭირდება თუ არა საზონოვს მუხლზე ოპერაციის გაკეთება.

საბა "ემპოლიში" "ტორინოდან" იჯარით გადავიდა, მაგრამ ახალ გუნდში ჯერ არ უთამაშია. მან ერთი მატჩი "ტორინოში" ჩაატარა.

ერთი სიტყვით, არა და არ უმართლებს საზონოვს - "ტორინოში" ბოლომდე ნდობა არ გამოუცხადეს, ახალგაზრდულ ნაკრებს ნიდერლანდებთან შეხვედრაში ვირუსის გამო ვერ დაეხმარა და სავარაუდოდ, მომავალ ორ მნიშვნელოვან დაპირისპირებაშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 14 /
არცერთ სპორცმენს არ ვუსურვებ ასეთ ვერაგულ ტრამვას მითუმეტეს ქართველს. ჯვარედინი იოგები მეტად სათუთი ადგილია მუხლის ძვალში. მთელი ძალა სისწრაფის განვითარების დროს მუხლს და კონკრეტულად ამ ადგილს ადგება, ამის მოშუშება ძალიან რთულ პროცედურებს მოიცავს, ჯვარედინი იოგის ოპერაციის შემდეგ კი ადამიანი სისწრაფეს მინიმალურად მაგრამ მაინც კარგავს. მალე და სრულყოფილ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ საბას.
იმედო
03:09 17-09-2024
1
ვინ დაწყევლა იმის სუყველაფერი M@%###
GORG
01:18 17-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული