"ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს, ამიტომ არსად გვეჩქარება..." - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიასა და ალექს მერეტის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ხვიჩას ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "კვარას" თაობაზე რამდენიმე გუნდი დაგვიკავშირდა, თუმცა ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ კვლავ ჩვენთან დარჩენილიყო. ფეხბურთელის გარემოცვასთან ახალ ხელშეკრულებაზე ვმუშაობთ, თუმცა მისი ამჟამინდელი ხელშეკრულების გამო არსად გვეჩქარება.

რაც შეეხება მერეტს, ის "ნაპოლის" სამომავლო გეგმებში შედის, კლუბის დატოვების სურვილი არც ალექსს აქვს. ამასთან დაკავშირებით კითხვები არასდროს ყოფილა", - განაცხადა მანამ.

შეგახსენებთ, 4 ტურის შემდეგ "ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 9
ქულით პირველ ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" სერია A-ს მორიგ მატჩს 21 სექტემბერს, "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

alt"არა კვარაცხელიაზე ნადირობას - დე ლაურენტისმა უნდა იმოქმედოს" - კარლო ალვინო

მკითხველის კომენტარები / 32 /
ორი კაცი წყვიტავს ამ ამბავს ხვიჩა და ბადრი, ჯუღელს რასაც ეტყვიან იმას გადასცემს ლაურენტისს, თუ ამ წელს არ გაუზარდეს ხელფასი ლოგიკურად მომდევნო წელს ხვიჩამ ყველა პირობაზე უარი უნდა თქვას და ერთი წელი რომ დარჩება ლაურენტისი იძულებული გახდება დაბალ ფასში გაყიდოს, თუ არა და სულ დაკარგავს. მე რომ ვიყო ბადრის ადგილზე სადაც 2 წელიწად ნახევარი იქაც 1,5 წელსაც მოვაცდევინებდი ხვიჩას. ხვიჩასნაირი უნივერსალი ბევრი არ არის დღეს ფეხბურთში და მოთხოვნა უფრო გაიზრდება
მამუკა
01:45 18-09-2024
0
ოსი ლავრენტასთან არ ტყუის, არც რუი, ესენი იმდენს იზავენ მოტივაციას დაუკარგავენ ხვიჩას…..
ობლაკ
00:01 18-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული