"ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს, ამიტომ არსად გვეჩქარება..." - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიასა და ალექს მერეტის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ხვიჩას ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "კვარას" თაობაზე რამდენიმე გუნდი დაგვიკავშირდა, თუმცა ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ კვლავ ჩვენთან დარჩენილიყო. ფეხბურთელის გარემოცვასთან ახალ ხელშეკრულებაზე ვმუშაობთ, თუმცა მისი ამჟამინდელი ხელშეკრულების გამო არსად გვეჩქარება.

რაც შეეხება მერეტს, ის "ნაპოლის" სამომავლო გეგმებში შედის, კლუბის დატოვების სურვილი არც ალექსს აქვს. ამასთან დაკავშირებით კითხვები არასდროს ყოფილა", - განაცხადა მანამ.

შეგახსენებთ, 4 ტურის შემდეგ "ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 9
ქულით პირველ ადგილს იკავებს. "პარტენოპეი" სერია A-ს მორიგ მატჩს 21 სექტემბერს, "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

alt"არა კვარაცხელიაზე ნადირობას - დე ლაურენტისმა უნდა იმოქმედოს" - კარლო ალვინო

მკითხველის კომენტარები / 35 /
აშკარად ცუდი კონტრაქტი აქვს.სამწლიანი უნდა გაეფორმებინა და ეხლა ესეთ დღეში არ იქნებოდა ჯუღელი?
ლაშა
12:33 04-10-2024
0
სამი წლის მერე კვარაცხელია არ იჩქარებს და 100 მილიონის ნაცვლად ნაპოლი მიიღებს ხიშტს მინუს 200-თ. ჭკუა თუ გაქვს, სჯობს სამ წელიწადში 30 მილიონი, ან ორ წელიწადში 20 მილიონი გადაუხადო და გაყიდვისას 100-150 მილიონი მიიღო ვიდრე ხელფასი ჟმოტო და უფასოდ გაუშვა როგორც თავისუფალი აგენტი. ოსიმენი ხო შეეტენათ და უხდიან 10 მილიონს წელიწადში ტყუილად.
ამირან
11:44 18-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული