"იუვენტუსის" მწვრთნელმა კვარაცხელიაზე უხეშობაზე კითხვას უპასუხა

AutoSharing Option
21 სექტემბერს, სერია A-ს მეხუთე ტურში, "ნაპოლი" სტუმრად "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელს, ტიაგო მოტას, კითხვა დაუსვეს იმაზე, თუ რას ფიქრობს ხვიჩა კვარაცხელიაზე სისტემატურად უხეშობაზე.

"მე მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებზე შემიძლია ვისაუბრო. რა თქმა უნდა, ჩემი ბიჭები მოედანზე წესების დასარღვევად არ გადიან. შემიძლია ამის გარანტია მოგცეთ. მათ ყოველთვის ფეხბურთის თამაში უნდათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ისინი არასოდეს არ "ყვინთავენ", ფეხზე დგომას, თამაშს და ფეხბურთის პატივისცემას ცდილობენ.

ჩემს ფეხბურთელებზე ვლაპარაკობ, სხვებზე არაფრის თქმა არ შემიძლია. უხეშობა დაუშვებელია. გარკვეული
დროის წინ ასეთი რამეები ხდებოდა, მაგრამ ახლა VAR-ია და პრობლემა გამოსწორებულია. შეიძლება დროის გაყვანაზე ვიმსჯელოთ, ეს გადასაწყვეტია.

სიმულაცია - ეს სხვაა. ჩვენ ერთი უკიდურესობიდან მეორეში მივედით - მიუღებელი ფოლებიდან დაწყებული, ნებისმიერი მინიმალური კონტაქტის შედეგად "გაფორმებით" დამთავრებული, რომელიც ძალიან თეატრალური ხდება და თამაშისთვის სასარგებლო არ არის. ამაზე ყველანი ვმუშაობთ, რათა თამაშს პატივი ვცეთ და გულშემატკივრებმა ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღონ", - უპასუხა მოტამ.





მკითხველის კომენტარები / 12 /
2:1 ნაპოლი იგებს
ქიმაგი
18:08 21-09-2024
0
იმედია იუვეს დედას უტირებს ნაპოლი
ჟორა
17:14 21-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული