"იუვენტუსი" - "ნაპოლი". ნაკლებად სანახაობრივი მატჩი უგოლოდ დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეხუთე ტურში „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 0:0 დასრულდა.

მატჩზე "ნაპოლის" გულშემატკივრებს გამოყოფილი 2 800 ბილეთი შეძენილი ჰქონდათ, მაგრამ გუშინ არენაზე შესვლა უსაფრთხოების მიზნით აუკრძალეს. დღეს ნეაპოლურმა კლუბმა ამასთან დაკავშირებით ტურინის პრეფექტურაში საჩივარი შეიტანა და მათ ქომაგებს თამაშზე დასწრების უფლება მისცეს. „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტე 3-4-2-1 ტაქტიკა 4-3-3-ით შეცვალა და პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში მაკტომინეი.

შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, პირველი შანსი სტუმრებს მიეცათ, როდესაც მაკტომინეის დარტყმული ბურთი მეკარე დი გრეგორიომ მოიგერია. ბოლოს
პოლიტანოს საჯარიმოდან დი გრეგორიომ არ გაატანინა და პირველი ტაიმი დასრულდა.

კვარაცხელიას სავონა, ლუკაკუს კი ბრემერი ყურადღებით მეურვეობდნენ და სამოქმედო სივრცეს მაქსიმალურად უზღუდავდნენ. პოლიტანოს დრიბლინგს შედეგი აქ მოჰყვა. შემდეგ ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ. კონტემ 72-ე წუთზე ხვიჩას, პოლიტანოს და ლუკაკუს ნაცვლად შეცვლაზე ნერესი, ფოლორუნშო და სიმეონე შეუშვა. თუმცა, თამაშის სურათი არ შეიცვალა და ნაკლებად სანახაობრივი დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.

„ნაპოლი“ ამ მომენტისთვის 10 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს, თასზე სახლში „პალერმოსთან“ ჩაატარებს.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“
იუვენტუსი - ნაპოლი 0:0

altდღეს ქართველების ბევრი საინტერესო მატჩია - "კვარა" "იუვეს" წინააღმდეგ და რამდენი დრო მიეცემა "ჩაკვეს" - კაკა და ვარსკვლავები თბილისში...

მკითხველის კომენტარები / 13 /
Დედიშენისამ...შენ ვინ ხარ რო?
Ზაკო
15:47 22-09-2024
2
ტყუილად კი არ უკრეს თავი თავის დროზე იუვეს სერია ც-ში,ამ თამაშს ვინც უყურა ნუთუ არავის გაგიჩნდათ გრძნობა რომ ტიპები ნოლობანას თამაშობდნენ???))ამ სვარკის ყურებას კიდევ ჩემი ელიგა მირჩევნია
გიუშა
12:09 22-09-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული