"გვიან მიხვდნენ, რომ მოედანზე იყვნენ" - ფედელემ "კვარა" და ლუკაკუ გააკრიტიკა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან ინტერვიუში სერია A-ს გასულ ტურში "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შეაფასა. ფაბიო კანავაროს ყოფილმა მენეჯერმა "პარტენოპეის" შემტევები ხვიჩა კვარაცხელია და რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკა.

"კვარაცხელია ზარმაცია? ასე ნამდვილად არ ვფიქრობ, უბრალოდ, ცუდი მატჩი ჰქონდა. მას და ლუკაკუს დაავიწყდათ, რომ თამაში 8 საათზე იწყებოდა და სასტუმროში დარჩნენ. ისინი მხოლოდ შეხვედრის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ მიხვდნენ, რომ მოედანზე იყვნენ.

ახლა ერთი კითხვა მაქვს: შეძლებენ თუ არა ეს ფეხბურთელები დიდი გუნდების წინააღმდეგ განსხვავების შექმნას,
თუ ეს მხოლოდ პატარა გუნდებთან გამოუვათ? იმავეს თქმა შეიძლება დუშან ვლაჰოვიჩზეც. სერბს არაფერი გამოუვიდა, ისევე, როგორც ტეუნ კოპმეინერსს", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" მატჩი 0:0 დასრულდა. "პარტენოპეი" მორიგ შეხვედრას 26 სექტემბერს, კოპა იტალიაზე, "პალერმოს" წინააღმდეგ გამართავს.

altროდის მოაქვს ცვლილებებს ცუდი ხვიჩასთვის? - კვარაცხელიამ და ლუკაკუმ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღეს, მაგრამ...

altროგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

alt"იუვენტუსის" მწვრთნელმა კვარაცხელიაზე უხეშობაზე კითხვას უპასუხა

altმსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი მოდელი კვარაცხელიას "ნაპოლის" სიყვარულში გამოუტყდა - რას წერს რატაკოვსკი სოციალურ ქსელში

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა შუაშია კვარა, ლუკაკუ? კონტემ თავისი სქემით და ტაქტიკით გუნდი ათამაშა ფრეზე და თუ რატომ ათამაშა, ეს სხვა თემაა.
კვარა
20:41 24-09-2024
0
სრული ობიექტურობისთვის შეეძლო, პოლიტანოზეც ეთქვა ორიოდ სიტყვა - მაგ. ის, რომ მხოლოდ მეორე დღის დილით შეიტყო, რომ უკვე შეცვლილი იყო და იქამდე კი ჯიუტად უტევდა იუვე-ს კარს...
დდდ
17:28 24-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული