"ლივერპულმა" ესპანეთში მამამარდაშვილის გამო წარმომადგენლები გააგზავნა - დაკვირვება ქართველ მეკარეზე და პრემიები გიორგის ინგლისური გრანდისგან

AutoSharing Option
Relevo-ს ცნობით, "ლივერპულმა" ლა ლიგის მე-7 ტურის თამაშზე, სადაც "ვალენსია" "ოსასუნას" საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და ნულოვანი ფრე ითამაშა, თავისი წარმომადგენლები მიაგზავნა.

მიზანი უკვე მათ კიპერზე, გიორგი მამარდაშვილზე დაკვირვება იყო, რომელიც "ღამურების" რიგებში ამ სეზონში იჯარით ითამაშებს.

წყარო წერს, რომ ეს სეზონი ჩვენებურისთვის ერთგვარი ტესტი იქნება და მასზე მუდმივი დაკვირვება გაგრძელდება. "მერსისაიდელთა" ამჟამინდელი მეკარე ალისონი ბრწყინვალედ გამოიყურება, მომავალი წლის ზაფხულში მისი გაშვება იოლი საქმე არ იქნება, თუმცა გიორგის სანაცვლოდ გადახდილი თანხა იმის ნიშნებს იძლევა, რომ "ენფილდზე" ქართველზე დიდ ფსონს ჩამოდიან.

Relevo-სვე
ცნობით, "ლივერპული" მამარდაშვილს ძალიან აფასებს და იმ ხელფასის გარდა, რომელსაც წელს ის "ვალენსიასგან" მიიღებს, ბრიტანელები მცირე პრემიებსაც გადაუხდიან.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის სანაცვლოდ "მერსისაიდელებმა" 25,1 მილიონი ფუნტი გადაიხადეს და კონტრაქტი 2030 წლამდე გაუფორმეს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა დაკვირვება ბიჭო, ესენი ვერ არიან რა, ასე მგონია ნანობენ ეს რა დაგვემართაო და მიზეზი უნდა მოუდონ რამე, ამ ალისონმა ახლა გაიგიჟა კიდე თავი.
forto
19:34 26-09-2024
7
)))))) უჯიგრესი კომენტარებია
დინამოელი
18:11 26-09-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული