აღსანიშნავია, რომ ლეკიშვილს ჯვარედინი მყესის ტრავმის გამო წელიწადზე მეტი გაუცდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელი ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია.
გადავწყვიტეთ, თავად დიმიტრის გავსაუბრებოდით და სამომავლო გეგმების შესახებაც ვკითხეთ.
- როგორ მოხვდით ამერიკის საუნივერსიტეტო ლიგაში?
- ვთამაშობდი პოლონეთში AKS SMS LODZ-ში, სეზონის ბოლოს ვარჯიშზე სკაუტები გვეწვივნენ და მათგან მივიღე საინტერესო წინადადება, რომ კარიერა ამერიკაში გამეგრძელებინა. მწვრთნელთან
- რას გვეტყვით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ? საინტერესოა, რთულია თუ არა საუნივერსიტეტო ლიგიდან MLS-ში მოხვედრა...
- ამჟამად ჩემი მიზანი უფრო პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოხვედრაა, სიმართლე გითხრათ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ძალიან ბევრს ვშრომობ, თუმცა მოგატყუებთ, რომ გითხრათ, MLS-ში თამაშზე არ ვფიქრობ-მეთქი. მჯერა, თუ ტრავმებმა აღარ შემაწუხა და 1-2 სეზონს სტაბილურად ჩავატარებ, დრაფტზე მოვხვდები, სადაც აშშ-ის მთავარ ჩემპიონატში კარიერის გაგრძელების შანსი მექნება", - განაცხადა ლეკიშვილმა.
ცნობისთვის, დიმიტრი "ვიტ ჯორჯიას" აკადემიის აღზრდილია, რომლის ღირსებასაც 2016/2019 წლებში იცავდა.