ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურში "გრანადა" გასვლაზე "ბურგოსს" ესტუმრა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. "გრანადას" შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული გიორგი წიტაიშვილი გახლდათ, ქართველმა ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა, "წიტას" გოლს 72-ე წუთზე ლისანდრო ლოპესმა უპასუხა, გატანილი გოლიდან 1 წუთში კი მანუ ტრიგეროსმა "გრანადა" კვლავ წინ გაიყვანა. 77-ე წუთზე ბორხა სანანჩეზის გოლით "ბურგოსმა" ანგარიში კვლავ გაათანაბრა, დარჩენილ დროში კი აღარაფერი შეცვლილა...
წიტაიშვილმა მოედანზე 79 წუთი გაატარა, გიორგი ესპანელმა პაბლო საენზმა შეცვალა.
შეგახსენებთ, ქართველის გუნდი სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-16 ადგილს
იკავებს, "ბურგოსი" 14 ქულით მე-3 ადგილზეა.
"გრანადა" მორიგ მატჩს 5 ოქტომბერს, "მირანდესის" წინააღმდეგ გამართავს.
ცნობისთვის, ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილს ამ მომენტისთვის გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტე", 14 ქულით ლიდერობს, თუმცა მეორეადგილოსან სანტანდერის "რასინგს" ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა
"გრანადას" მწვრთნელმა წიტაიშვილის საქართველოს ნაკრებში გამოძახების შემდეგ უკმაყოფილება გამოთქვა - აბასკალმა გიორგისა და სხვა ფეხბურთელების გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა