"რატომ მირჩევნია ინსინიე კვარას? ქართველისგან განსხვავებით, იტალიელი ამას აკეთებდა..." - ჰამშიკს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია

AutoSharing Option
"ნაპოლის" ლეგენდას მარეკ ჰამშიკს La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ერთმანეთისთვის ხვიჩა კვარაცხელიასა და ლორენცო ინსინიეს შედარება სთხოვეს.

ვეტერანი სლოვაკი ფეხბურთელის თქმით, არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა უპირატესობას ინსინიეს ანიჭებს.

"კვარა" თუ ინსინიე? არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია. თუმცა უპირატესობას ლორენცოს მივანიჭებდი, თანაც ხვიჩასთან ერთად არ მითამაშია. ქართველი აბსოლუტური ჩემპიონია, თუმცა ინსინიე გუნდს დაცვაშიც ეხმარება", - განაცხადა ჰამშიკმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით იტალიის ჩემპიონატში 6 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

"პარტენოპეი" სერია
A-ს მორიგი ტურის მატჩს დღეს, 4 ოქტომბერს, "კომოს" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

alt"ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს, ამიტომ არსად გვეჩქარება..." - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

altროგორი იქნება "კომოსთან" "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა?

altბრაიდა კვარაცხელიაზე: ნომერ პირველმა ფეხბურთელმა ნომერ პირველი ანაზღაურება უნდა მიიღოს, ასეთია წესი

მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთად თამაშობდნენ, მეგობრობდნენ და არც უნდა გაგვიკვირდეს რომ ასე იტყოდა. საერთოდ უმაღლესი კლასის ფეხბურთელების შედარება ძალიან რთულია. ყველას აქვს პლიუსი და მინუსი.
0
რა დრო დადგა ნებისმიერ სფეროში პროფესიონალებიც კი მიკერძოვებულ შეფასებებს აკეთებენ მარტო ჩვენი კაპიტანია ობიექტური
გიორგი
13:54 04-10-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული