"რატომ მირჩევნია ინსინიე კვარას? ქართველისგან განსხვავებით, იტალიელი ამას აკეთებდა..." - ჰამშიკს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია

AutoSharing Option
"ნაპოლის" ლეგენდას მარეკ ჰამშიკს La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ერთმანეთისთვის ხვიჩა კვარაცხელიასა და ლორენცო ინსინიეს შედარება სთხოვეს.

ვეტერანი სლოვაკი ფეხბურთელის თქმით, არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა უპირატესობას ინსინიეს ანიჭებს.

"კვარა" თუ ინსინიე? არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია. თუმცა უპირატესობას ლორენცოს მივანიჭებდი, თანაც ხვიჩასთან ერთად არ მითამაშია. ქართველი აბსოლუტური ჩემპიონია, თუმცა ინსინიე გუნდს დაცვაშიც ეხმარება", - განაცხადა ჰამშიკმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით იტალიის ჩემპიონატში 6 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

"პარტენოპეი" სერია
A-ს მორიგი ტურის მატჩს დღეს, 4 ოქტომბერს, "კომოს" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

alt"ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს, ამიტომ არსად გვეჩქარება..." - "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

altროგორი იქნება "კომოსთან" "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა?

altბრაიდა კვარაცხელიაზე: ნომერ პირველმა ფეხბურთელმა ნომერ პირველი ანაზღაურება უნდა მიიღოს, ასეთია წესი

მკითხველის კომენტარები / 8 /
ინსინიეს თამაში არ ვიცი,ნაპოლიში.არ მახსოვს და მგონი არც მიყურებია.კვარაცხელია,დასვენების გარეშე ჯერ რუსეთიდან გადმოვიდა საქართველოში,მერე კი,პირდაპირ ნაპოლიში გააგრძელა.აქედან წასული,იტალიის ჩემპიონატისათვის ფიზიკური მომზადებით მზად რომ ვერ იქნებოდა,ბავშვისთვისაც გასაგები უნდა იყოს.ინსინიე კი,იტალიაში გაიზარდა და დასაწყისიდანვე მზად იყო,ამხელა დატვირთვებისათვის.მიუხედავად ამისა,ინსინიეს ნაპოლი,ჩემპიონი ვერ გახდა.შესანიშნავად იწყებდნენ,მაგრამ მეორე წრეში ფიზიკურად ვეღარ უძლებდნენ და ლიდერობას ჰკარგავდნენ.ინსინიე ასე ძალიან რომ არყოფილიყო დაცვაში დატვირთული,შესაძლოა უკეთესიც ყოფილიყო.როგორც ეგ ამბობს,თორემ მე როგორც თავშივე ვთქვი,მათი თამაში არ ვიცი.პირველ სეზონში ხვიჩა დაცვაში პასიური იყო და მიუხედავად ამისა,მხოლოდ დაახლოებით 70 წუთი უძლებდა ფიზიკურად.ამ ყველაფრის მიუხედავად,ის სანამ შეეძლო,იმდენს აკეთებდა,რომ ნაპოლი ჩემპიონი გახდა და სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად,სწორედ კვარა დაასახელეს.შარშანდელ სეზონში,ის ფიზიკურად,უკვე უკეთესად იყო მომზადებული და მიუხედავად იმისა,რომ მწვრთნელების ცვლის და დე ლაურენტისის სისულელეების გამო,ნაპოლი მთლიანად დანგრეული იყო,ის მაინც საუკეთესო იყო გუნდში და დაცვასაც გაცილებით მეტს ეხმარებოდა.წელსაც ეხმარება დაცვას და საკმაოდ ბევრი მომენტი მახსოვს,როცა დაცვაშიც ძალიან კარგად იმუშავა.ეგეც არ იყოს,ინსინიე უკვე ასაკშია,ხვიჩა კი,ჯერ მხოლოდ მესამე სეზონია,რაც იტალიაშია და არა მგონია,ინსინიე მის მესამე სეზონში,ასეთი სასარგებლო ყოფილიყო,ნაპოლისათვის.ყოველ შემთხვევაში ჰამშიკ-ინსინიეს დუეტს,კვარა-ოსიმენის დუეტის შედეგები არ ჰქონდა არც გუნდური და არც პირადი სტატისტიკის მიხედვით.ჰამშიკი,თავის ყოფილ პარტნიორს და მეგობარს რომ წინ დააყენებდა,მაგაზე აქცენტის გაკეთებას,ამის შემდეგ აზრიც აღარ აქვს.მაინც ვერ შველის და იმიტომ.
სოსო
15:34 04-10-2024
0
ინსინიეს ფეხბურთელობა არ გაიშვა. ნაპოლიში მაგი კი იყო მაგრამ არაფერი გაუკეთებია არც იტალიაში ნუ ლიგაზე ხო საერთოდ ზედმეტია ხმის ამოხება
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
14:59 04-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული