კონტე "კვარას" ეპიზოდმა აღაშფოთა - რა უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა მსაჯებს?

AutoSharing Option
სერია A-ს მე-7 ტურში "ნაპოლისა" და "კომოს" (3:1) მატჩის 63-ე წუთზე "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ეპიზოდი უყურადღებოდ დატოვა.

მსაჯების ამგვარმა გადაწყვეტილებამ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე აღაშფოთა.

"VAR-ი საერთოდ არსებობს?" - მიმართა იტალიელმა სპეციალისტმა გვერდითა არბიტრს.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 16 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს გასვლაზე "ემპოლისთან" ჩაატარებს.

მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით

alt"ნაპოლიმ" "კომოსაც" სძლია და ისევ ლიდერია [VIDEO]

altროგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ "კომოსთან" მატჩში?


მკითხველის კომენტარები / 16 /
ძალიან მარტივად შეიძლება ამ პრობლემისს მოგვარება. იურისპრუდენციაში არსებობს ასეთი ნორმატიული აქტი-მოსამართლის აცილება და სხვა მოსამართლის შერჩევა საქმის წარმოების მიზნით. აქაც შეიძლება პროფლიგამ და კლუბებისს წარმომადგენლებმა მსგავ ქმედებებში შემჩნეული მსაჯების აცილება მოითხოვონ ჩემპიონატის ორგანიზატორებისაგან, ერთხელ რომ დარჩება აფსაიტში, არამგონია ხელმეორედ გაუჩნდეს სურვილი გამოტოვოს შეხვედრა, რადგან რომც "გამაზოს" თამაში, თუ არ იმსაჯა, რას გამაზავს?? ცოტა ტვინი დააყოლონ კლუბების იურიდიულმა სამსახურებმა ევროპულ კანონმდებლობას, ყველაფერზე შეუძლიათ დავა აწარმოვონ.
ATP 16
00:47 06-10-2024
1
კონტე არ ვიცი მარა 20 წუთი ვკვნესოდი და ვღრიალებდი პენალტი პენალტი თქო ვერ გამაჩუმა დედაჩემმა იმენა ამოვხტი ტანსაცმლიდან ისე გავბრაზდი
ნიკოლოზ სახვაძე
22:43 05-10-2024
1

სიახლეები პოპულარული