საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლთან ახლოს იყო. მის ანგარიშზე 8 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაა. თოკომ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 4 საჯარიმო, მან პერიმეტრიდან მხოლოდ ერთხელ ისროლა და უშედეგოდ. შენგელიას ასევე ჰქონდა თითო ჯარიმა და დაკარგვა,
ვირტუსის მხრიდან საუკეთესო 16 ქულით ისაია კორდინიე იყო, "პისტოიას" მხრიდან კი იგივე მაჩვენებლით მაიკლ ფორესტი გამოირჩა.
შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს ევროლიგაზე გამართავს, სერია A-ში კი 13 ოქტომბერს "ვენეციას" ესტუმრება.
GBF
"ვირტუსმა" ევროლიგაში შინ "ეფესთან" წააგო, შენგელიამ კი 12 ქულა მოაგროვა
შენგელიას მცირე ტრავმის გამო სერია A-ს პირველ ტურში არ უთამაშია
შენგელიას 17 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსი" სუპერთასის ფინალში დამარცხდა