შენგელიას 8 ქულა, 10 მოხსნა და ბოლონიელთა დამაჯერებელი გამარჯვება "პისტოიასთან"

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია მოედანს იტალიის სერია A-შიც დაუბრუნდა. მცირე ტრავმის გამო მან იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გამოტოვა, მეორეში კი 25 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. ბოლონიელებმა "პისტოიას" უმასპინძლეს და 84:68 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლთან ახლოს იყო. მის ანგარიშზე 8 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაა. თოკომ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 4 საჯარიმო, მან პერიმეტრიდან მხოლოდ ერთხელ ისროლა და უშედეგოდ. შენგელიას ასევე ჰქონდა თითო ჯარიმა და დაკარგვა,
რაც 25-წუთიანი თამაშის კვალობაზე საკმაოდ ცოტაა (კარგი შედეგია).

ვირტუსის მხრიდან საუკეთესო 16 ქულით ისაია კორდინიე იყო, "პისტოიას" მხრიდან კი იგივე მაჩვენებლით მაიკლ ფორესტი გამოირჩა.

შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს ევროლიგაზე გამართავს, სერია A-ში კი 13 ოქტომბერს "ვენეციას" ესტუმრება.

GBF

alt"ვირტუსმა" ევროლიგაში შინ "ეფესთან" წააგო, შენგელიამ კი 12 ქულა მოაგროვა

altშენგელიას მცირე ტრავმის გამო სერია A-ს პირველ ტურში არ უთამაშია

altშენგელიას 17 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსი" სუპერთასის ფინალში დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული