"მეტოქეები მარადონასაც ბევრს ურტყამდნენ, თუმცა არგენტინელს ჩემპიონის ხასიათი ჰქონდა, იცით, "კვარას" რა აწუხებს?" - La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა ხვიჩაზე ისაუბრა

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა მიმო მალფიტანომ Radio Marte-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მალფიტანოს თქმით, ქართველს ჯერჯერობით ჩემპიონის მენტალიტეტი არ აქვს.

"ამბობენ, რომ "კვარას" მეტოქეები ყოველთვის ბევრს ურტყამენ, მარადონას შემთხვევაშიც იგივე ხდებოდა, თუმც არგენტინელი მაშინვე დგებოდა და თამაშს აგრძელებდა, ქართველი კი მოედანზე წევს და ტკივილს ებრძვის. ხვიჩამ ყველას დაგვანახა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გაიაროს, რომ ნამდვილი ჩემპიონი გახდეს, "კვარას" ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს.

ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, რაც კვარაცხელიას აწუხებს. ეს ბიჭი
უკვე მეორე წელია კლუბისგან გაუმჯობესებულ კონტრაქტს ელოდება. "ნაპოლი" სხვადასხვა წინადადებას უკეთებს, თუმცა ფეხბურთელი პირობებს არ თანხმდება. შედეგად ჩვენ მოედანზე "კვარას" საუკეთესო თვისებებს ხშირად ვეღარ ვხედავთ. არ ვამბობ, რომ ცუდად განზრახ თამაშობს. წარმოიდგინეთ ამ მომენტისთვის მას შეეძლო, რომ პსჟ-ში 10 მილიონი ევრო გამოემუშავებინა, "ნაპოლიში" კი 1.2 მილიონ ევროს იღებს. რა თქმა უნდა, მოთამაშისთვის ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია.

რა ხდებოდა გასულ ზაფხულს? "კვარას" წასვლა სურდა, მაგრამ ამას პირდაპირ არ ამბობდა. ახლა კლუბი აგრძელებს მოლაპარაკებას მოთამაშესთან, რომელსაც წასვლა და ახალი გამოცდილების მიღება სურდა", - განაცხადა მალფიტანომ.

alt"ნერეშის ტრანსფერი შესაძლოა, მის წასვლას ნიშნავდეს... "კვარას" ამ გუნდში ვხედავ" - იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი ხვიჩას მომავალზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 6 /
10 მილიონიც რომ შესთავაზოს დე ლაურენტისმა,მაინც აღარ დაეთანხმება!მისი დატოვება თუ უნდოდა,პირველივე სეზონის ზამთრის არდადეგებზე,ან თუნდაც საჩემპიონო სეზონის ბოლოს,ცამხრივი წესით უნდა მოემატებინა ხელფასი,თუნდაც სამ მილიონამდე და ხვიჩა მადლიერების ნიშნად გვერდზე აღარ გაიხედავდა.დე ლაურენტისმა კი,არიფები ვნახეო და ახლაც ძალისმიერად ცდილობს კონტრაქტის გაგრძელებას.სადაც პატივს არ გცემენ,იქ არ უნდა დარჩე!არც დარჩება და სეზონის ბოლოს წავა,გუნდიდან.არც ნაპოლის გულშემატკივრებს ამოეღებათ ხმა,რადგან არც ისინი დაუდგნენ გვერდით,როცა ასე დამამცირებლად სჩაგრავდა,გუნდის პრეზიდენტი.აგერ,კონტეს ხელშიც თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა,სერია აში და ამით დაადასტურა,რომ არც კლასი დაუკარგავს და სხვადასხვა მწვრთნელთან კარგად მუშაობაც შეუძლია.უკეთეს კლუბში,ისიც უკეთესი იქნება.
სოსო
16:25 16-10-2024
0
ტყუილად ცდილობთ კვარაცხელიას თამაშის შელამაზებას. ზედმეტი ქება ყოველთვის ცუდად მოქმედებს. ჯანსაღი კრიტიკაც საჭიროა. თითქოს კვარას გაკრიტიკება არ შეიძლებოდეს, რატომ? ვინმემ დათვალა რამდენჯერ დაკარგა ბურთი ალბანეთთან და ჩაშალა შეტევა? სამწუხაროდ დღესდღეობით კვარა არ არის გუნდის ლიდერი. სხვები ბევრად უკეთესად თამაშობენ, მაგრამ რატომღაც ამას არავინ ამბობს.
მერაბი
16:20 16-10-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული