"მეტოქეები მარადონასაც ბევრს ურტყამდნენ, თუმცა არგენტინელს ჩემპიონის ხასიათი ჰქონდა, იცით, "კვარას" რა აწუხებს?" - La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა ხვიჩაზე ისაუბრა

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა მიმო მალფიტანომ Radio Marte-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მალფიტანოს თქმით, ქართველს ჯერჯერობით ჩემპიონის მენტალიტეტი არ აქვს.

"ამბობენ, რომ "კვარას" მეტოქეები ყოველთვის ბევრს ურტყამენ, მარადონას შემთხვევაშიც იგივე ხდებოდა, თუმც არგენტინელი მაშინვე დგებოდა და თამაშს აგრძელებდა, ქართველი კი მოედანზე წევს და ტკივილს ებრძვის. ხვიჩამ ყველას დაგვანახა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გაიაროს, რომ ნამდვილი ჩემპიონი გახდეს, "კვარას" ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს.

ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, რაც კვარაცხელიას აწუხებს. ეს ბიჭი
უკვე მეორე წელია კლუბისგან გაუმჯობესებულ კონტრაქტს ელოდება. "ნაპოლი" სხვადასხვა წინადადებას უკეთებს, თუმცა ფეხბურთელი პირობებს არ თანხმდება. შედეგად ჩვენ მოედანზე "კვარას" საუკეთესო თვისებებს ხშირად ვეღარ ვხედავთ. არ ვამბობ, რომ ცუდად განზრახ თამაშობს. წარმოიდგინეთ ამ მომენტისთვის მას შეეძლო, რომ პსჟ-ში 10 მილიონი ევრო გამოემუშავებინა, "ნაპოლიში" კი 1.2 მილიონ ევროს იღებს. რა თქმა უნდა, მოთამაშისთვის ეს ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია.

რა ხდებოდა გასულ ზაფხულს? "კვარას" წასვლა სურდა, მაგრამ ამას პირდაპირ არ ამბობდა. ახლა კლუბი აგრძელებს მოლაპარაკებას მოთამაშესთან, რომელსაც წასვლა და ახალი გამოცდილების მიღება სურდა", - განაცხადა მალფიტანომ.

alt"ნერეშის ტრანსფერი შესაძლოა, მის წასვლას ნიშნავდეს... "კვარას" ამ გუნდში ვხედავ" - იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი ხვიჩას მომავალზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეგ ხვიჩაა, ხვიჩა, სხვანაირი მენტალიტეტით აღრზდილი. ისა კიდე, კალაა კალა, ყველანაირი სიკეთისთვის,როგორც მიშა ისე ბიძოსაც რო გაცვლის ერთ წამში.
ეუსებიო, ბრავო კალაძეს.
15:18 17-10-2024
4
მაგარი კაცია,მარადონას დრო და ხვიჩა დრო შეადარა,მარადონა და ხვიჩა,გაგვიხარდა და კარგია,მარა სად მარადონა და სად ხვიჩა. პირველი იყო პელე,მეორე მარადონა,მესამე კიჭა რონალდო და მეოთხე მესი,ეს ხალხი ამ პლანეტიდან არ იყვნენ. ვიღაც ბარსას ან არგენტინის ფანი და გამლანძღავს,მარა მე რა ვქნა,ასეა ეს. მე შემიძლია დავწერო ვეფხისტყაოსანზე უფრო მაგარი რამე(მეტი არ იქნას,ზოგადად),რადგან მე მყავდა ინსპირაციის წყარო შოთა რუსთაველი,პელეს არავინ ყავდა. მარადონას პელე ყავდა,რონალდოს პელე და მარადონა,ხოლო მესის პელე,მარადონა და რონალდო. ვინ უფრო ტექნიკური იყო და ვინ არა,ეგ უაზრო საუბარია,ისინი არაამქვეყნიური ხალხი იყვნენ და არიან. მიდი აბა,ნაბახუსევზე გაუშვი მესი თუ ითამაშებს საერთოდ და თუ გაიტანს 2-3 გოლს,რონალდოს შეეძლო.მარადონას უბრახუნებდნენ და მგელივით იყო,კარზე დაგეშილი და შეუჩერებელი. იმდენი ერტყათ რონალდოსთვის ან მესისთვის,ფეხზე ვერ ადგებოდნენ. ასევე პელე,ის რაც პელემ შეძლო არის ფასდაუდებელი,ნებისმიერი ფინტი რაც ვიცით,პირველი ქნა პელემ.ხვიჩას თუ უნდა შეედაროს ამ ხალხს,მეტი უნდა იშრომოს,თუმცა ხვიჩა აქაური უბრალო ბიჭია,როგორც კრისტიანო.
იასონას უდარი
04:16 17-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული