Transfermarkt-ის განახლებული ფასების მიხედვით „ემპოლის“ 20 წლის მცველის, საბა გოგლიჩიძის ღირებულება 300 ათასი ევროდან 5 მილიონამდე გიზარდა. Calcio Mercato წერს, რომ დავიდე კალაბრიას „მილანთან“ კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება, თუმცა არაა გამორიცხული გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს და მის შემცვლელთა კანდიდატებს შორის გოგლიჩიძესაც ასახელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „მილანი“ აქედანვე აკვირდება იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლიათ თამაში, „ემპოლის“ ერთ-ერთი აღმოჩენა, გოგლიჩიძე სამცველიან დაცვაში მარჯვენა ფრთაზე ირჯება, თუმცა შეუძლია განაპირა მცველის პოზიციაზეც ითამაშოს.
საბამ სერია A-ს 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა,
"ემპოლი" კი 7 ტურის შემდეგ 10 ქულით მეათე ადგილზეა და 20 ოქტომბერს "ნაპოლის" უმასპინძლებს.
ტუ მაგას ვერ ხვდება სანიოლი და არსებულ შემადგენლობას დაეყრდნო კვლავ ბოლო ადგილი გარანტირებული გვაქვს ჯგუფში
ნონსენსია, გყავდეს 2 კინკილა ლეგიონერი ტოპ-5 ში და იმასაც არ ათამაშებდე
რა ვიცი სად წერია ეს :)
თან მაში როცა ნაპოლის და იუვენტუსის წინააღმდეგ ძირითადს ანდობს კლუბი
სანიოლი თუ ვერ ხვდება კაშია მაინც გაერკვეს.
მადლობა უთხრათ ამ კაცს თავდადებისთვის და დაუთმოს ახალგაზრდას ადგილი