კვარაცხელია თუ ნერეში ძირითადში - კონტემ "ემპოლისთან" მატჩისთვის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
იტალიური Sky Sport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტემ სერია A-ს მე-8 ტურის შეხვედრისთვის, სადაც "ნაპოლი" გასვლაზე "ემპოლის" დაუპირისპირდება, შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

იტალიელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დავიდ ნერეშის სათადარიგოთა სკამზე დასმა უჭირს, რის გამოც მასსა და კვარაცხელიას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევდა.

იტალიელმა საბოლოოდ, მაინც ქართველი ამჯობინა და ძირითად შემადგენლობაში საბა გოგლიჩიძის გუნდის წინააღმდეგ სწორედ ის იქნება.

"პარტენოპეის" რიგებში ორ ცვლილებას ვიხილავთ. მატიას ოლივეირა სანაკრებო პაუზის შემდეგ გა
დაღლილია და მის ადგილს ლეონარდო სპინაცოლა დაიკავებს, სტანისლავ ლობოტკას კი ბილი გილმური ჩაანაცვლებს.

Sportall.Ge

შეხსენებისთვის, "ემპოლისა" და "ნაპოლის" შეხვედრა 20 ოქტომბერს თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ვერ გაბედავს ხვიჩას ამოგდებას სასტარტო შემადგენლობიდან. ნაპოლიმ რომ წააგოს ხვიჩას გარეშე, გულშემატკივრები კონტესაც და აურელიოსაც ხმამაღლა გალანძღავენ.
ქ. გ.
13:38 19-10-2024
1
ეგ საკენკი კონტემ ლუკაკუს დაუყაროს...ყველაფერი ბებერი თაღლითის ლაურენტესის დაგეგმილია, რომელიც ვერ ეგუება, რომ მონათმფლობელობა
აღარ არის...საკმარისია რომელიმე ფეხბურთელმა უკმაყოფილება გამოთქვას, ან უკეთესი პირობების გამო გუნდიდან წასვლა მოინდომოს და "ნერეშებს " რა გამოლევს...ასე იყო ზიელენსკის შემთხვევაში, როდესაც მთელი სეზონი არ ათამაშეს, ასე იყო რუის შემთხვევაში და ასე იყო ოსიმენის შემთხვევაში...ეს დასჯის ნორმად
აქვს დაკანონებული ბებერ გაიძვერას...რასაც მოიგებს ნაპოლი ხციჩასადმი აგდებული დამოკიდებულებით. არავის გაუყოს. ადრე კიდევ შეიძლებოდა წასვლა-დარჩენის ვარიანტის არჩევა, ახლა გადაწყვეტილად უნდა წავიდეს. იურიდიულად ეს გაისად, სეზონის დამთავრების შემდეგ შესაძლებელია და კვარამ არ უნდა გამაზოს...
ბესო
17:36 19-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული